„ქართუ ბანკმა“  ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სასტუმროს პროექტი ჩამოართვა - ახალ მშენებლობას Bolero & Company“ განახორციელებს (ფოტოები)

„ქართუ ბანკმა“ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სასტუმროს პროექტი ჩამოართვა - ახალ მშენებლობას Bolero & Company“ განახორციელებს (ფოტოები)

access_time2020-02-03 11:30:40

„ბანკმა ქართუმ“ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას უძრავი ქონება ჩამოართვა. როგორც „კომერსანტს“ ბიზნესმენის შვილმა დავით კოდუამ განუცხადა, მას არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ინფორმაცია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ მიუღია. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის დაკარგვის სავარუდო მიზეზს, კოდუა აცხადებს, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო „ქართუ ბანკში“ სასეხო ვალდებულებასთან.


 

სასტუმროს ძველი რენდერი

აღსანიშნავია, რომ მელიქიშვილის გამზირზე ლაურა ღაჭავა Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობას 2017 წლიდან გეგმავდა. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქტიტექურის სამსახურმა 2016 წელს გასცა, დედაქალაქის მერიასთან ასევე შეთანხმებული იყოს სასტუმროს პროექტი. შვიდსართულიანი, 100 ნომრიანი და სამ ვარსკვლავიანი სასტომროს მშენბლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019-ში დასრულებულიყო. Hilton-ის ბრენდის სასტუმროს ასაშნებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი იყო გათვალისწინებული.

 


დღეს ამ მიწის ნაკვეთის მფლობელი როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „Bolero & Company“ - ია.  წარმოდგენილი ესკიზური პროექტით იგეგმება ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის სიმაღლე არ აღემატება 27,90 მეტრს. სასტუმრო 120 ნომრისაგან შედგება. წარმოდგენილი ესკიზური პროექტი არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია, კომპანია ახლა მშენებლობის ნებართვას ელოდება. „კომერსანტი“ ცდილობს დაუკავშირდეს აღნიშნულ კომპანიას და დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.




ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up