ბანკი „რესპუბლიკა“და „ბაზისბანკი“ ერთიანდება – ჩინური „ჰუალინგი“ საქართველოში უნივერსალურ ბანკს ქმნის

ბანკი „რესპუბლიკა“და „ბაზისბანკი“ ერთიანდება – ჩინური „ჰუალინგი“ საქართველოში უნივერსალურ ბანკს ქმნის

access_time2016-07-05 15:25:53

ქართულ საბანკო ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება: ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ ჯგუფ შპს ხინჯიანგ ჰუალინგთან (ჰუალინგ ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში მის ფილიალში - ბანკ რესპუბლიკაში აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ. 

 

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბანკი ავრცელებს. ცნობაში აღნიშნულია: 


„ჰუალინგ ჯგუფი მსხვილი კერძო კონგლომერატია, რომელიც ჩინეთის ხინჯიანგის რეგიონში მდებარეობს. ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია და ძირითადად მოღვაწეობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, სავაჭრო ცენტრების მართვა და გაქირავება, საბითუმო ბაზრები, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სასაქონლო მეურნეობა, ხორცის დამუშავება და ა.შ. იგი ასევე ფლობს ერთ-ერთ ბანკს, ბაზისბანკს საქართველოში და ფინანსურ აქტივებს ჩინეთში. აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ჰუალინგ ჯგუფის საბანკო ფრთის გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე ჯგუფის ბიზნეს-პორტფელში. რასაკვირველია, ტრანზაქციის პირობების თანახმად, ჰუალინგ ჯგუფი მოახდენს ბანკ რესპუბლიკის შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ ბაზისბანკთან და შექმნის უნივერსალურ ბანკს, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს მესამე ადგილს ბაზარზე, დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250,000 კლიენტით, 61 ფილიალით და დაახლოებით 1,300 თანამშრომლით. შერწყმის შემდეგ, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალს“ ახალ გაერთიანებულ საბანკო ინსტიტუტში დაახლოებით 8% წილი ექნება და დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ამ ოპერაციას ჯგუფის კოეფიციენტებზე სულ მცირეოდენი ზეგავლენა ექნება. EBRD-ის წილი დაახლოებით 3.9% იქნება, ისიც დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და კვლავ იქნება საქართველოს საბანკო ბაზრის ერთგული ფინანსური პარტნიორი. 


 

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია გაივლის ბანკ რესპუბლიკის და ბაზისბანკის ფინანსურ შემოწმებას, საბოლოო კონტრაქტზე მოლაპარაკებას და შესაბამისად საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, ასევე რეგისტრაციას ჩინეთში.“

 

"ჰუალინგ ჯგუფმა" საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და 5 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. საინვესტიციო კაპიტალმა 2014 წლის ბოლოსთვის 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შეიქმნა 3000–ზე მეტი სამუშაო ადგილი. პროექტებს შორის აღსანიშნავია მასშტაბური დეველოპერული პროექტი – "ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი", სადაც განთავსებულია "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი, სავაჭრო კომპლექსი "ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა", "ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", "ბაზისბანკი", 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი".

 

2015  წლის ივნისში ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს შენობა შეიძინა და მასში სასტუმროს გახსნას გეგმავს.



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up