„ბანკი ქართუს“ პირველი კომენტარი “კომერსანტთან“ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

„ბანკი ქართუს“ პირველი კომენტარი “კომერსანტთან“ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

access_time2019-01-09 15:04:58

„ბანკი ქართუ“  ექსკლუზიურად “კომერსანტთან „თიბისი ბანკის“ თემაზე  კომენტარს აკეთებს. 


„ეს რაღაც კონკრეტული სიტუაციაა. თვითონ „თიბისი ბანკი“ ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომ ვერ გეტყვით. რაზეც არ მაქვს დადასტურებული და სწორი ინფორმაცია იმაზე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო,“ აღნიშნავს „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნატო  ხაინდრავა.


რაც შეეხება “კომერსანტის შეკითხვას „თიბისის ბანკის“ ირგვლივ დაწყებული პროცესები, მოახდენს თუ არა გავლენას საბანკო სექტორზე,ნატო ხაინდრავა  აცხადებს: „კონკრეტული ბანკის სიტუაცია სხვა ბანკებზე არასდროს  აისახება. შესაბამისად, სიტუაცია საბანკო სექტორზე  გავლენას არ მოახდენს“.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დაიკითხა.მათი ინფორმაციით, დაკითხულ იქნა საქმესთან შემხებლობაში არსებული ყველა პირი.


„თიბისი ჯგუფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ საქმეზე, რასაც პროკურატურა იძიებს, სებ-მა წლების წინ ბანკმა დააჯარიმა. ეს ჯარიმა კი დღეს შეჩერებულია.რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.-აცხადებენ „თიბისი ბანკში“.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up