„ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და მას რიგი ვალდებულებები აქვს“

„ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და მას რიგი ვალდებულებები აქვს“

access_time2020-04-17 11:30:01

ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც საფინანსო ინსტიტუტები მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდით სარგებლობის ინიციატივით გამოვიდნენ. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ, სესხების რესტრუქტურიზაცია ეკონომიკის სტიმულირების იმ გეგმის ნაწილია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობით დაზარალებულ მოქალაქეებს და ბიზნესს მთავრობის რეკომენდაციით საფინანსო სექტორმა შესთავაზა.


სესხებზე საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საფინანსო ინსტიტუტების განცხადებით, სესხების გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია და მსესხებლის სურვილზეა დამოკიდებული. სამთვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ პირებს არ უწევთ არც სესხის ძირის და არც პროცენტის გადახდა, მსესხებელი საბანკო ვალდებულების დაფარვას ივნისიდან გააგრძელებს.


„საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ის ფაქტი, რომ ბევრმა ადამიანმა ისარგებლა სესხების გადავადების პროგრამით, ნიშნავს იმას, რომ ბანკების შეთავაზება კარგი იყო.



„როგორც ვიცი ძალიან ბევრმა ისარგებლა საშეღავათო პერიოდით, ვისაც კი ოდნავი ეჭვი ჰქონდა, რომ პრობლემები შეექმნებოდა შემოსავლების კუთხით, იმათაც გამოიყენეს. ის ფაქტი, რომ ბევრმა ადამიანმა ისარგებლა გადავადებით, იმას ნიშნავს, რომ კარგი შეთავაზება იყო. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ბანკებს მეტი შეეძლოთ ან საერთოდ რატომ გვთხოვენ პროცენტს, მაგრამ ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და მას რიგი ვალდებულებები აქვს, მათ შორის მეანაბრეებთან, ასევე თანამშრომლებთან, ხომ არ გვინდა ისინი სამსახურიდან გაუშვან, ამის გაკეთება კი თუ სესხიდან შენატანები არ გაგრძელდა, ბანკს გაუჭირდება, რადგან ეს მისი ძირითადი შემოსავალია. თუ ბანკში მსესხებლები თანხას არ შეიტანენ, შესაბამის ანაზღაურებას ვერც მეანაბრეები მიიღებენ. ზოგადად ამ ინიციატივით ბანკებმა მილიონობით შემოსავალი დაკარგეს და წაგება საკმაოდ დიდია. თუ საჭირო იქნება, კვლავ მოხდება გარკვეული შეღავათების დაწესება, ალბათ  კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკთან ერთად ამაზეც იმსჯელებენ. პირველ რიგში კი იმისთვის, რომ ჩვენ არც შეღავათი დაგვჭირდეს და მალე გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან საჭიროა, რომ სწრაფად გავიაროთ ეს კრიზისული ეპიდემიოლოგიური პერიოდი“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up