ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს

ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს

access_time2019-02-17 19:15:37

თიბისი ბანკის თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს. ამის შესახებ მან “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 



“სამწუხაროა, რომ არავინ არ საუბრობს მთავარზე, რაც ამ სტარტაპების ამუშავებას სჭირდება. ყველა ხელს იშვერს ბანკებისკენ. ბანკი არ არის ის ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება სტარტაპი დააფინანსოს. ეს არის საკრედიტო ინსტიტუტი, ძალიან მკაცრი რეგულირებით. 



როცა ლანძღვა მიდის და ვიღაცას უნდა გულის მოგება, პირდაპირ ბანკებს ახსენებენ და არავინ ახსენებს იმ ონლაინ კომპანიებს, რომლებმაც რეალურად გამოიწვიეს ჭარბვალინობა. ბანკებს რა გამუწვევიათ. ყბადაღებულ მილიარდნახევარში, რომელიც ჩამოიწერა, ბანკების წილი იყო 20-25%, მაგრამ ყველაფერი პიარულად და შედეგობრივად მიეწერა ბანკებს. დანარჩენი იყო პატარ-პატარა კომპანიები, რომლების სახელებიც დარწმუნებული ვარ, არცერთმა არ იცით თქვენ. 



რატომ ვამბობ ამას? სიმართლე არის მთავარი, რითიც შეგიძლია ეკონომიკა ააწყო. არ შეიძლება ტყუილი იძახო, მერე მოტრიალდე და არჩევნები რომ დამთავრდება მერე სხვანაირად თქვა ეს ყველაფერი. სანამ საქართველოში კაპიტალური ბაზარი არ განვითარდება, სანამ საქართველოში არ შეიქმნება ვენჩურ კაპიტალი და “ენჯელ ინვესტორები” არ გაჩნდებიან, რომლებიც პორტფოლურად დააფინანსებენ სტარტაპს. მათ წინასწარ იციან, რომ მათი სტარტაპიდან, შესაძლოა, მხოლოდ ერთმა გაამართლოს, დანარჩენი შეიძლება კაპიტალის რისკი იყოს, სანამ ამას არ შევქმნით, მე ვერ ვხედავ პერსპექტივას სტარტაპის განვითარების”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.



bm.ge




„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up