ბანკებზე მორგებული რეგულაციები, ლობიზმი და უკონკურენტობა - რატომ უჭირავს ფინანსური ბაზრის 94,52% საბანკო სექტორს

ბანკებზე მორგებული რეგულაციები, ლობიზმი და უკონკურენტობა - რატომ უჭირავს ფინანსური ბაზრის 94,52% საბანკო სექტორს

access_time2020-12-18 11:00:55

საბანკო სექტორი საფინანსო ბაზარზე უკვე 94.52%-ით არის წარმოდგენილი, ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ბოლო საანგარიშო წლებში საბანკო სექტორის წილი მიკროსაფინანსო ბაზრის დაპატარავების და საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეების გაქრობის ხარჯზე გაიზარდა, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ელის, რომ მომავალი წლის ანგარიში უფრო პესიმისტური იქნება. 

საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები საფინანსო სექტორის მონოპოლისტები არიან, რადგან არსებული რეგულაციებიც მათზეა მორგებული და ლობისტებიც ჰყავთ.


„კომერციული ბანკები საფინანსო სექტორის მონოპოლისტები არიან და ეს მაჩვენებელიც ამას ადასტურებს. ამის გამომწვევი მიზეზია ის, რომ საფინანსო სექტორში არსებული რეგულაციები მთლიანად ბანკებზეა მორგებული, ასევე მიკროსაფინანსო სექტორის განუვითარებლობა გამოიწვია იმან, რომ სებ-მა გაამკაცრა მათ მიმართ რეგულაციები, თითქოს იმ მიზეზით რომ ისინი უფრო ლიკვიდურები და მდგრადები გამხდარიყვნენ , თუმცა ამ ფაქტმა ბევრი მათგანის  ბაზრიდან გასვლა ან მსხვილების მიერ პატარების შესყიდვა გამოიწვია, რამაც კონკურენცია შეამცირა და ამ სფეროს წარმომადგენლობა ბაზარზე შემცირებულია. დღევანდელ რეალობაში ბიზნესს ფულთან ხელმისაწვდომობის ალტერნატივად მხოლოდ კომერციული ბანკები აქვთ და მცირე სახით მიკროსაფინანსოები, რომელიც არასაკმარისია ბაზრის განვითარებისთვის. ასევე თუ დავამატებთ იმას, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ გვაქვს ქვეყანაში, რაც ბანკების სურვილით არის გამოწვეული, რადგან მათ დივერსიფიცირებული ბაზრების არსებობა არ აწყობთ,  ფასიანი ქაღალდების ბაზარი კი მათი პირდაპირი კონკურენტი გახდება.  ამაზე ნათლად მეტყველებს, ონლაინ სესხების ბაზრიდან გასვლა, რადგან მათმა პორტფელმა იმდენად დიდი მაჩვენებელი შეადგინა და იმხელა მასშტაბებზე გავიდა რომ ბანკებს გაუწია კონკურენცია, რაც მათთვის მიუღებელი იყო. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ საფინანსო სექტორი ბანკებზეა მორგებული, რომლებსაც კონკურენცია არ ხიბლავთ.


გარდა ამისა, საბანკო სექტორში რომ 2 კომერციულ ბანკს ბაზრის 80% უჭირავს ეს უკვე კატასტროფაა და თავის დროზე ეროვნულმა დაუშვა მათი ასე გამსხვილება, მაშინ როცა თიბისის რესპუბლიკა, ხოლო საქართველოს ბანკს ტაო პრივატ ბანკი აყიდინა, ასეთი ტიპის ფაქტები 15 ბანკის ფონზე საგანგაშო მაჩვენებელია, როდესაც ორი მსხვილი მონოპოლისტია. აქ უკვე ორ მსხვილ ბანკზე და სხვა დანარჩენებზეა საუბარი და რეალურ ფონს სწორედ ეს 2 ქმნის. სხვა ქვეყნებშიც ხდება ლობირება რაღაც დონეზე, მაგრამ ასეთი  დიდი მონოპოლია ბანკებს არ აქვთ.



არსებული კრიზისული სიტუაციის ფონზე, როდესაც მარეგულირებელი მხოლოდ ბანკებზე ზრუნავს, ვფიქრობ საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორის წილი შემდეგ წელს კიდევ უფრო გაიზრდება“, - განმარტავს დავით კიკვიძე.

 

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ წლების განმავლობაში ბანკების ზრდა  უფრო მყარი იყო, რადგან ეროვნული ბანკი თავიდანვე უფრო მკაცრად არეგულირებდა მათ ვიდრე ფინანსური ბაზრის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ რეგულირების მიღმა იყვნენ.

 

„ახალ რეგულაციებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა ვერ გაუძლო და მათი რაოდენობა განახევრდა, რადგან უმრავლესობა არასწორი ბიზნეს მოდელით მუშაობდა და საკმაოდ სარისკო პორტფელებს ფლობდა. მათი წილი რეალურად არც გამქრალა, გადანაწილდა ან სხვა უფრო მსხვილ მისო-ებში ან ბანკებში. ბანკების ზრდა კი უფრო მყარი იყო, რადგან ეროვნული ბანკი თავიდანვე უფრო მკაცრად არეგულირებდა მათ ვიდრე ფინანსური ბაზრის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ რეგულირების მიღმა იყვნენ. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ საბანკო სექტორის წილი ასეთი მაღალია. საფინანსო სექტორისთვის არც წლევანდელი და არც მომავალი წელი მარტივი არ იქნება, გაიზრდება ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც, თუმცა დარწმუნებული ვარ საბანკო სექტორი ამას დანაკარგების გარეშე გაუძლებს. შესაძლოა ამ კრიზისს მისო-ების ნაწილი შედარებით მოუმზადებლები შეხვდნენ და ვერ გაუძლონ, თუმცა არ მინდა  პროგნოზების კეთება, მითუმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში.


როგორც წესი ქვეყანა რაც უფრო განვითარებულია იქ უფრო დივერსიფიცირებულია საფინანსო ბაზარი, იქ შემოდის ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ბირჟები, ამიტომ ბევრად მეტი მოთამაშეა. თუმცა ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ამ ეტაპზე რთულია, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივდივართ და ვიმედოვნებ, რომ განვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ბირჟები“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 

 


თეგები:
ბანკები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up