ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები ბაზარს განვითარებაში ხელს უშლიან

ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები ბაზარს განვითარებაში ხელს უშლიან

access_time2019-12-02 14:30:18

რა თანხებს კარგავს სადაზღვევო სექტორი გაჭედილი კანონის გამო. 2019 წლის მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. მათგან 16 კომპანია, დაზღვევის სრულ სპექტრს მოიცავს. ანუ, ფლობენ როგორც სიცოცხლის დაზღვევის, ისე სხვა ტიპის დაზღვევის ლიცენზიას. მხოლოდ ერთი კომპანია არის ორიენტირებული ნახევარ სპექტრზე და ის მომხმარებელს მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს.


თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბაზარზე წილების მიხედვით, თუ მოზიდული პრემიების ოდენობით, ბაზრის ძირითადი წილი მხოლოდ რამდენიმე კომპანიაზე ნაწილდება.


ასე მაგალითად: ბაზარი 5 მსხვილ კომპანიაზე ნაწილდება და პირველი ხუთეული ასე გამოიყურება. საერთო ბაზრის 40%-ს კომპანია ალდაგი ფლობს, მას 16%-ით თი ბი სი დაზღვევა მოჰყვება, მესამე ადგილს კომპანია ჯი პი აი იკავებს 14%-ით, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი 6.45-5.94 %-ნი წილებით „ირაო“ და „უნისონი“, ინაწილებენ.


სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაზრის გადანაწილება განსხვავებულია სადაზღვევო პროდუქტების მიხედვითაც და თუ საერთო სურათში კომპანია “ალდაგი დომინირებდა, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაში ის ხუთეულშიც არ გვხვდება. ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კი ლიდერი კომპანიების ხუთეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილს 34%-ით “იმედი L-ი იკავებს, 24%-ით მეორე ადგილზეა “ჯი პი აი, მესამე ადგილს 14 %-ით “არდი იკავებს, ხოლო ბოლო პოზიციებზე 6-6 %-ით, “ირაო და “პსპ არიან.


მცირედით განსხვავებული სიტუაციაა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისას, თუმცა, ლიდერთა ხუთეული არც ამ მიმართულებაშია, მნიშვნელოვნად განსხვავებული. როგორც ზოგადად ბაზრის გადანაწილების შემთხვევაში, ამ მიმართულებაზეც ბაზარს ორი მთავარი მონაწილე ჰყავს. პირველ ადგილზე 26 %-ით “თი ბი სი დაზღვევა იკავებს, მას მოსდევს “ალდაგი და “ჯი პი აი 20 – 17% -ით. ბოლო ადგილებს კი აქაც 5-5% -ით “ირაო და “არდი“ ინაწილებენ.


ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც ნაწილობრივ პასუხს სცემს ბოლო ათწლეულის კითხვას, თუ რატომ ვერ ვითარდება სადაზღვევო სექტორი, თუმცა მოდით უფრო დეტალურად ჩავშალოთ პროცესები.


მაგალითად, სექტორმა გასული წლის 9 თვეში 417 მლნ პრემია მოიზიდა, მიმდინარე წელს ის მხოლოდ 64 მლნ გაიზარდა და 481 მლნ მცირედით გადააჭარბა. წმინდა მოგება კი თითქმის ერთი პროცენტით არის შემცირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.



თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზარზე, ძირითადად, ადგილობრივი კომპანიები ოპერირებენ და საერთაშორისო მოთამაშეებიც მნიშვნელოვანი წაგებით ტოვებენ ბაზარს, როგორიც იყო, მაგალითად, “კოპენბურის“ ქეისი. მთავარ კითხვად რჩება თუ კონკრეტულად რა აფერხებს სადაზღვევო სექტორის განვითარებას.


საქმე კი გაცილებით მარტივადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, მაგალითად შევხედოთ ზემოთ ნახსენებ “კოპენბურის ქეისს. კომპანია, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალის გამო გადაწყვიტა ბაზრის დატოვება, “თი ბი სი ბანკმა შეიძინა, იმის მიუხედავად, რომ თავად კომერციული ბანკების მხრიდან არაერთგზის გვსმენია მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ბანკები არაპროფილურ აქტივებს არ ფლობენ.


ცხადია, ნებისმიერ ბაზარზე, ისეთი ახალი მოთამაშის შემოსვლა, რომელსაც ზურგს ქვეყნის მოწინავე კომერციული ბანკი უმაგრებს, ხელსაყრელი არ არის, ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რადგანაც ისინი უკვე არათანაბარ პირობებში არიან ამ მოთამაშესთან. თუმცა ”თი ბი სი დაზღვევის” უპირატესობები, სხვა სადაზღვეო კომპანიებთან, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და კომპანია ხშირად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, ბოროტადაც იყენებს.


მაგალითად, თუ სესხის აღება “თი ბი სი ბანკში გადაწყვიტეთ და სესხიც უნდა დააზღვიოთ, თქვენ ამის გაკეთება ბანკის შვილობილ კომპანიაში “თი ბი სი დაზღვევაში მოგიწევთ. მაგრამ, თუ თქვენ სხვა სადაზღვევო უკეთეს პირობებს გთავაზობთ, ასეთ შემთხვევაშიც არ გეძლევათ სხვა ალტერნატივის არჩევის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სესხზეც უარს გეტყვიან.


თუმცა, არაპროფილური აქტივები სადაზღვეო სექტორში მხოლოდ “თი ბი სი ბანკს არ გააჩნია და ამით მოწინავე “საქართველოს ბანკია, რომელიც სადაზღვეო ბაზარზე კომპანია “ალდაგს ფლობს.


მუშაობის პრინციპები და უპირატესობები, სხვა კომპანიებთან შედარებით, „ალდაგსაც“ იგივე აქვს, რაც “თი ბი სი დაზღვევის” და არც ამ შემთხვევაში აღიარებს, რაიმე კავშირს “საქართველოს ბანკი, სადაზღვევო სექტორთან და კომპანია “ალდაგთან”.


არსებულ სიტუაციაში უკვე გასაგებია, თუ რატომ არიან ბაზრის ლიდერები ბანკებთან აფილირებული სადაზღვეო კომპანიები, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ სტატისტიკაშიც კარგად ჩანს.


კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვან წილად აფერხებს მთლიანად სადაზღვეო სექტორის განვითარებას, არის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება. აღნიშნულ რეგულაციას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და კანონპროექტიც მზად არის, თუმცა კანონმდებლებმა კანონპროექტის კანონად ქცევა, ჯერაც ვერ მოახერხეს.


თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია უხეშად მიმოვიხილოთ, თუ რა რაოდენობის თანხებს კარგავს სადაზღვეო სექტორი, ამ კანონის გაჭიანურების გამო. ამისთვის კი გამოვიყენოთ ის საპილოტე მონაცემები, რომელიც კანონპროექტის პირველ ვარიანტში განიხილებოდა. კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ავტოპარკი 1.5 მლნ ავტომობილს აჭარბებს და მათგან მხოლოდ 7%-ი სარგებლობს დაზღვევით. გამოდის, რომ ბაზარზე 1.4 მლნ ავტომობილზე მეტი დაზღვევის გარეშე გადაადგილდება. თუ ამ რიცხვს გავამრავლებთ 10-15 ლარზე, რომელიც მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის სავარაუდო ტარიფად უნდა განისაზღვროს სექტორი, უხეში გათვლებით თვეში 150 მლნ ლარს კარგავს.


ასეთ რეალობაში გასაგებია, თუ რატომ ვერ ვითარდება სადაზღვევო სექტორი, თუმცა გაუგებარია რატომ ჭიანურდება უკვე 2 წელზე მეტია, აღნიშნული კანონის მიღება, როდესაც ამისთვის ყველა წინაპირობა მზადაა და სექტორიც მნიშვნელოვან თანხებს კარგავს.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up