ლარი სწრაფ ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 30 მარტს, თბილისის დროით 12:00 სთ-ზე 3.42-ს მიაღწია, სავალუტო ჯიხურებში 3.43-ს, კომერციულ ბანკებში კი 3.47-საც გადააჭარბა.
ლარის ოფიციალური კურსი წლის დასაწყისში 3.2766-ს შეადგენდა, ორ თვეში ის 1.5%-ით 3.3255-მდე გაუფასურდა, მარტის მეორე ნახევრიდან კი ვრდნა დაჩქარდა. სების მიერ გამოცხადებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 3.3846-ს შეადგენს, რაც 1-ლი მარტის მაჩვენებელთან შედარებით 1.8%-ით მეტია.
გაუფასურების ტემპი უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა სებ-ის ოთხჯერადი ინტერვენცია, რომლის საშუალებითაც ეროვნულმა ბანკმა ჯამში $160 მლნ გაყიდა. სავალუტო ინტერვენციის გარდა მარტში 0.5%-ით 8.5 პროცენტამდე გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რითაც 124 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა. კურსზე აღნიშნული გადაწყვეტილებაც მოქმედებს, ოღონდ მყისიერად არა.