ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 28%-მდე ეზრდებათ - რას ნიშნავს ეს?

ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 28%-მდე ეზრდებათ - რას ნიშნავს ეს?

access_time2019-04-18 09:05:38

დღეიდან, 18 აპრილიდან კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 3 პროცენტული პუნქტით გაეზრდებათ, რის შედეგადაც, ეს ნორმატივი 28%-მდე გაიზრდება.


ეს ცვლილება სებ-ის მიერ 13 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა ეტაპობრივად 30%-მდე უნდა გაიზარდოს. 28%-დან 30%-მდე ზრდა 16 მაისს არის დაგეგმილი.


ეროვნული ბანკის განმარტებით, დარეზერვების მოთხოვნის ზრდა ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება. თუმცა მის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ევროს რესურსის მოზიდვა გაუძვირდათ.


არ არის გამორიცხული ამ ცვლილებას უცხოური ვალუტის სესხის გაძვირება მოჰყვეს. მეტიც, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის განცხადებით, ეს ნაბიჯი სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მან საკრედიტო ბაზარზე ლარის სესხების შედარებითი მიმზიდველობა გაზარდოს.


რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება.



რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?


თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.


მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.


შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.


რა თანხა არის დაცული ეროვნულ ბანკში?


სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტის სარეზერვო ნორმის ფარგლებში 3.7 მილიარდი ლარი (დღევანდელი კურსით $1.37 მილიარდი დოლარი) არის განთავსებული, ხოლო ეროვნული ვალუტის რეზერვი კი, 275 მილიონ ლარს შეადგენს.






რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანიები - The Trade Desk, Inc, რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია:  კომპანიები - The Trade Desk, Inc, რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება
access_time2019-05-22 19:30:32
საკითხავ/გასაანალიზებელი დრო 16 წუთი მოგესლემბით  ფინანსურ სამყაროში უამრავი სახის ფინანსური გარიგებები ხდება. ინვესტორები, ჰეჯ-ფონდ მენეჯერები ყოველდღიურად ყიდულობენ და ყიდიან უამრავი კომპანიის აქციებს. მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის აქციებზე აღებული პოზიციები ძირითადად გრძელვადიანია. ამგვარ გარიგებებს ჩვენც ვახორციელებთ. Jdinvestment-ის  გრძელვადიან პორტფელში ამ...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...


მსგავსი სიახლეები

up