ბანკებს სესხების გასალარებლად 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა

ბანკებს სესხების გასალარებლად 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა

access_time2017-01-25 19:18:51

კომერციულ ბანკებს სავალუტო სესხების გალარების წინადადებით 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა და მათგან 250-ზე მეტმა საკუთარი სესხი უკვე გაალარა. ინფორმაციას საქართველოს ბანკების ასოციაცია ავრცელებს.

 

 

ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას განცხადებით, კომერციულმა ბანკებმა მათთვის გამოყოფილი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გალარების ყველა პოტენციურ მონაწილეს შეატყობინეს პროგრამაში მათი მონაწილეობის შესახებ.

 

 



„გალარება ერთჯერადი და დროით შემოფარგლული პროგრამაა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მის ყველა პოტენციურ მონაწილეს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი სადოლარე სესხი ლარში გადაიყვანოს. ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება მსესხებელმა უნდა მიიღოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თითოეული მსესხებლისთვის კომერციულ ბანკებს შორის დიდი კონკურენცია იქნება, მით უფრო, რომ პროგრამის მონაწილეებს შეუძლია მომსახურე ბანკის შეცვლა და სესხის იქ გალარება, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, საბაზროა და 10-11 პროცენტის ფარგლებში მერყეობს," - განაცხადა ზურაბ გვასალიამ. მისი თქმით, გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელს საშუალებას აძლევს, სავალუტო კურსზე დამოკიდებული არ იყოს და შეძლოს საკუთარი შემოსავლის განკარგვის პროგნოზირება.

 

 


სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო. ის 2 თვე გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე ის ფიზიკურ პირებს, რომელთაც ის შეეხებათ, შეეძლებათ საკუთარი დოლარის სესხების ლარში გადატანა შეღავათიანი პირობებით.

 

 

 



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up