„ბანკებს ნათია თურნავა  სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ჰგონიათ“ - ახალი კრედიტის გაცემის არცერთი თხოვნა ბანკებმა განხილვაშიც არ მიიღეს

„ბანკებს ნათია თურნავა სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ჰგონიათ“ - ახალი კრედიტის გაცემის არცერთი თხოვნა ბანკებმა განხილვაშიც არ მიიღეს

access_time2020-06-10 10:50:58

8 ივნისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების დროს მიღებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ცვლილებები შეეხო სარესტორნო ბიზნესს - რესტორნებმა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ყველა სახის მომსახურება განაახლეს. „კომერსანტის დილა“ დაინტერესდა როგორ აგრძელებს მუშაობას რესტორნები დახურული სივრცეების გახსნის შემდეგ. საკითხზე საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე საუბრობს. იგი მიიჩნევს, რომ რესტორნების დიდი ნაწილი რეგულაციებს ვერ გაუძლებს, რადგან რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა ისედაც შემცირებულ მომხმარებელს კიდევ უფრო ამცირებს. მისი განმარტებით, სარესტორნო ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის პირველი ნახევარში დაიხურა და რესტორნების დიდი ნაწილი ამ დრომდე არ გახსნილა.

 

„ჯამურად ქვეყანაში 10 000 კაფე და რესტორანია, აქედან უმეტესობა რეგიონშია, თბილისში რესტორნების დაახლოებით 30- 40 პროცენტია. ყველა რეგიონალური რესტორანი არის ქართულ ყაიდას მორგებული, ვგულისხმობ, რომ დამოკიდებულები არიან ქორწილზე, დაბადების დღეზე, ქელეხზე და ა.შ. პარალელურად, სადღესასწაულო ხასიათის ღონისძიებების გამართვა ისევ აკრძალულია. რესტორანში 12 ადამიანი, რომ მივიდეს და 2 მაგიდაზე 6-6 ადამიანი დავსვა ამის უფლება მაქვს, მაგრამ თუ ამ 12 კაციან შეკრებას ღონისძიებას დაარქმევ გეტყვიან, რომ ქართული ერის გენოციდი გაქვს განზრახული და ეს კატეგორიულად დაუშვებელია. ამის გამო რესტორნების 70 პროცენტი არის დაკეტილია , შესაბამისად ჯერ ადრეა ზარალის დათვლა და  შეფასება, რადგან პროცესი მიმდინარეა“, - განმარტავს კოტე გაბრიჩიძე.

 

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიზნეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. კოტე გაბრიჩიძის თქმით, მთავრობა გარკვეულ სექტორებს მხარდაჭერას უცხადებს ხოლო გარკვეულ სექტორს გაკოტრებისთვის სწირავს.

 


„სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს სამშენებლო სექტორს, რა თქმა უნდა არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ ეს არის ბიზნესის არათანაბარ მდგომარეობა შიჩაყენება. ბინა ფუფუნების საგანია, ხოლო რესტორანი ყოველდღური საქმიანობაა და მისი საერთოდ გაწირვა  მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანს. გამოვაცხადოთ, რომ საქართველოში არ გვინდა რესტორაცია, გავუშვებთ 200 000 ადამიანს სამსახურიდან და გვეცოდინება, რომ ეს ბიზნესი 2 წელი არ გვჭირდება.

 

პოზიტიური იყო ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდასაჭერად ნათია თურნავამ წარადგინა, მაგრამ მას შემდეგ გასულია თვეზე მეტი, თუმცა არაფერი შეცვლილა. ბანკებს ნათია თურნავა, სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ჰგონიათ საერთოდ რეაქცია არ აქვთ, ამ ბიზნესს არ განიხილავენ როგორც ეკონომიკის შემავსებელ და დამსაქმებელ ბიზნესად. გადასახადების გადამხდელები ვართ, ასევე ათობით წლებია კრედიტებს ვიხდით. ასოციაციაში გამოკითხვა ჩავატარეთ და გაირკვა, რომ ახალი კრედიტის გაცემის არაც ერთი თხოვნა ბანკებმა განხილვაშიც არ მიიღეს, საუბარია მცირე თანხაზე 10-20 და 30 000 ლარზე“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძე.

 

კოტე გაბრიჩიძე შემცირებულ სტუმრების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ განცხადებები რომელიც ეპიდემილოგირ სიტუაციასთან დაკავშირებით კეთდება რესტორნების მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

 

„დღე არ გადის რომელიმე კაფის ან რესტორნის დახურვის შესახებ, რომ არ გავიგოთ. ადამიანებს 1/3 სამსახურიდან გაუშვეს, რადგან რეალურად დღესაც კი მედიის საშუალებით ადამიანების დაშინება მიმდინარეობს. აცხადებენ, რომ კოვიდ 19 არსად გამქრალა და ჩვენს გვერდითაა და სექტემბერში და ოქტომბერში მეორე ტალღას უნდა ველოდოთ, ეს მასიური ფსიქოზი ადამიანს საქმის კეთებისკენ არ განაწყობს. დღეში 500-600 ადამიანი დღესაც ავადდება იტალიაში, მაგრამ სარესტორნო ბიზნესს ყველანაირად მხარში უდგას სახელმწიფო. ჩვენ როდესაც ერთი და ორი ახალი ინფიცირებული გვყავს, რატომ გვაქვს ასეთი მკაცრი მოთხოვნები? რატომაა აუცილებელი პირბადით იყოს რესტორანში მყოფი სტუმარი, სადაც  ადამიანი დასაპურებლად არ მიდის ეს არის სოციალიზაციის პროცესი. დასასვენებლად ჩამოსული ტურისტი რამდენად დაჯდება რესტორანში პირბადით, შემდეგ წავა და მოჰყვება, რომ კარგ ქვეყანაში იმოგზაურა? დღესაც ვრცელდება ფეიკ ნიუსი, რომ რესტორანში ყველა უნდა იყოს პირბადით, ტყუილი ინფორმაცია ბიზნესზე უარყოფითად აისახება. აქედან გამომდინარე უცხოელი სტუმრები ხომ დაკარგული გვყავს, მაგრამ ქართველი მომხმარებელიც კი დაშინებულია და უფრთხის საშიშ ადგილებს, რადგან სჯერათ გავრცელებული ინფორმაციის და ყველა საკითხს შიშით და სიფრთხილით უდგება“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up