ბანკებს მოუწევთ ESG საკითხების შესახებ სებ-ს ინფორმაცია წარუდგინონ - ახალი ვალდებულება ფინანსური ინსტიტუტებისთვის

ბანკებს მოუწევთ ESG საკითხების შესახებ სებ-ს ინფორმაცია წარუდგინონ - ახალი ვალდებულება ფინანსური ინსტიტუტებისთვის

access_time2020-02-21 11:30:17

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ვალდებულების დაწესების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სებ-ის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს მოუწევთ ყოველწლიურად ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ  გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების შესახებ.


ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონი შეიმუშავა. ფინანსური ინსტიტუტების მიერ შევსებული შაბლონები ყოველწიურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რაც ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ESG საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგისა და შეფასებისთვის და შესაბამისად, იგი მდგრადი დაფინანსების პროგრესის საზომ ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს“,- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


ახალი ვალდებულების შესახებ „კომერსანტთან“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების შესახებ ანგარიშგების წარდგენის შემოღება მცირე ნაბიჯია, თუმცა, ზოგადად ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება დადებითი მოვლენაა.


„ის ბანკები, რომლებიც  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით მუშაობენ და მწვანე დაფინანსება აქვთ, დაიწყეს მწვანე პორტფელების შექმნა.  მათ უკვე აქვთ ეს ანგარიშგება. დღეის მდგომარეობით გაიდლაინი ეროვნულ ბანკს უკვე გამოქვეყნებული აქვს, მათ შორის, ისიც ESG-ის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგმება და რა ეტაპები იქნება. ზოგადად, ამ მიმართულებით, რომ ნაბიჯებს ვდგამთ ძალიან კარგია, რადგან მსოფლიოში უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ცალსახად არის აღიარებული რომ ისინი უფრო იაფი და გრძელვადიანი რესურსის მოზიდვის წინაპირობა გახდა და მაგ მიმართულებით რაც უფრო მეტი შეღავათი, წახალისება და მხარდაჭერა იქნება სახელმწიფოს მხრიდან ეს ხელს შეუწყობს რეალურად არა მხოლოდ გარემოს დაცვით და სოციალური პასუხისმგებლობის გამყარებას და მმართველობითი კულტურის დანერგვას, არამედ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უფრო მეტი მოტივაცია გაჩნდება. ინვესტორებიდან პირდაპირ მოთხოვნა არის ამ მიმართულებით, რომ ცალკე ანგარიშგება შეიმუშაონ. თუმცა, ეს ანგარიში იმდენად დასაწყისია, რომ პრაქტიკულად მაგის რაიმე კუთხით შეფასება ამ ეტაპზე ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.



საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ის ბანკები გამოყო, რომლებიც მწვანე მიმართულების განვითარების კუთხით აქტიურად მუშაობენ და განმარტა, რომ ახალი ვალდებულება პირველ ეტაპზე იმ კომერციული ბანკების აღრიცხვას მოახდენს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ მიმართულებით ჩართულები.


„ამ თვალსაზრისით „პროკრედიტ ბანკი“ ძალიან წინ წასულია, მათ პირდაპირ კორპორატიულ კოდექსში უდევთ მწვანე მიმართულების განვითარება. „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“ ცალკე სპეციალური განყოფილება აქვთ, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის  ცნობიერების გაზრდის ნაწილში. ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონის მომზადება, რამდენიმე ბანკის პრაქტიკაზე დაყრდნობით პირველ ეტაპზე იმ ბანკებში მოხდება რომლებსაც ჯერ არ აქვთ აღრიცხული და სავარაუდოდ წინ წავალთ. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე პარლამენტთან“, - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.


აღნიშნულ დოკუმენტებზე მუშაობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ამასთან, მდგრადი დაფინანსების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პრინციპების შემუშავებაში ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონი მდგრადი განვითარების საკითხებზე ინფორმაციის გამჟღავნების სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება, როგორებიცაა ევროკავშირის გზამკვლევი არაფინანსური ანგარიშგებისთვის (EU Guidelines for Non-financial Reporting); მდგრადობის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო (Sustainability Accounting Standards Board, SASB), კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების სპეციალური ჯგუფი (Task Force on Climate-related Financial Disclosures, TCFD), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პასუხისმგებლიანი ინვესტიციის პრინციპების (UN Principles for Responsible Investment, PRI) ანგარიშგების ჩარჩო, საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივა (Global Reporting Initiative, GRI) და სხვა. პრინციპები ძირითადად კომერციული ბანკებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მათი გამოყენება სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვისაცაა რეკომენდირებული. 


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up