„ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული ეკონომიკას აფერხებს“ - რატომ არ ენდობიან საფინანსო სექტორს საქართველოში

„ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული ეკონომიკას აფერხებს“ - რატომ არ ენდობიან საფინანსო სექტორს საქართველოში

access_time2021-10-25 10:00:31

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი სექტემბრისთვის 35.41 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.37 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.88 პროცენტი.



ეკონომიკის ექსპერტები „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების ეს რაოდენობა უმნიშვნელოა, რადგან მოსახლეობა ბანკებს არ ენდობა და სწორედ ამიტომ საფინანსო ინსტიტუტებში არ ხდება ფულის შენახვა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა. საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ საჭიროა საფინანსო ინსტიტუტებს გარეთ არსებული ფულის ძირითადი ნაწილი ბანკებში მოექცეს და ეკონომიკურ ბრუნვაში მიიღოს მონაწილეობა.



„ანაბარზე არსებული ფული ან ანგარიშზე ჩარიცხული თანხა უკვე ეკონომიკურ ბრუნვაშია, რადგან ბანკი მას სესხად გასცემს, ანუ ბანკის სესხები ანაბრებისგან ფორმირდება და გრძელვადიანი სესხების წყარო სწორედ მიმდინარე ანაბრებია. შესაბამისად, ბანკში მოქცეული ფული უკვე მონაწილეობს ეკონომიკურ ბრუნვაში, ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული კი წარმოადგენს პრობლემას, ანუ ის ეკონომიკურ ბრუნვაში არ არის და აფერხებს მას. საჭიროა ბანკების მიმართ გაიზარდოს მოსახლეობის ნდობა, მაგალითად როგორც გერმანიაშია, სადაც მოსახლეობის ფულის თითქმის 90% უკვე ანაბრებზეა და სხვადასხვა სახით ეკონომიკურ ბრუნვაშია მოქცეული, იქ რომ შეხედოთ დეპოზიტები აღემატება მშპ-ს, საქართველოში კი ჯერ ამ საკითხისგან ძალიან შორს ვართ. მართალია ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მცირედით შეიცვალა ვითარება და ანაბრების წილი მშპ-სთან მიმართებაში გაიზარდა, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნების, რადგან მოსახლეობა ჯერ კიდევ არ ენდობა ბანკებს და ფინანსურ სექტორს იმიტომ, რომ მათ ძალიან ცუდად ახსოვთ ჰიპერინფლაციის პერიოდი. ქვეყანა რომელმაც განიცადა ჰიპერინფლაცია, ეს დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში და დიდი ძალისხმევა სჭირდება სახელმწიფოს, რომ ეს გადაილახოს, ნდობა გაჩნდეს და ბანკებს გარეთ არსებული ფულის ძირითადი ნაწილი ბანკში მოექცეს“, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ.




ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილიც ამბობს, რომ საქართველოში ბანკების მიმართ უნდობლობა და დეპოზიტებზე არსებული არასახარბიელო პროცენტები, მოსახლეობას უბიძგებს დანაზოგი არა ფინანსურ ინსტიტუტებში, არამედ ნაღდი ფულის სახით შეინახონ.



„დღესდღეობით იმის სტიმული, რომ შინამეურნეობებმა დანაზოგი შექმნან ბანკებში - არ არის, მათ ურჩევნიათ უძრავ ქონებაში დააბანდონ თანხა, ვიდრე საბანკო ანგარიშზე იქონიონ, ეს განპირობებულია იმით, რომ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტზე პროცენტი ძალიან დაბალია, ხოლო ადგილობრივ ვალუტაში მართალია შედარებით მაღალია, მაგრამ რისკიც დიდია, ამიტომ ძირითადად დანაზოგების ბანკში შეტანაზე აქცენტი არ კეთდება. თუმცა რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ნაღდი ფულის მოძრაობა უფრო და უფრო მცირდება და გადავდივართ საბანკო ან პლასტიკურ მაჩვენებლებზე, აშკარაა. თუმცა, რამდენადაც ჯერ კიდევ წარმოდგენილია უამრავი მცირე მეწარმე, რომლებისთვისაც ნაღდი ანგარიშსწორება მნიშვნელოვან დონეზეა, ეს საკითხი მაინც პრობლემას წარმოადგენს. კონტროლისთვის და რეგულირებისთვის საჭიროა რომ ეს მალე შეიცვალოს და მოსახლეობის ფული გადავიდეს ელექტრონულ სისტემაში, ამისათვის კი საჭიროა ბანკების მიმართ ნდობის გაზრდა“,- განმარტავს მიხეილ თოქმაზიშვილი.



აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული 3,719,860 ათასი ლარი იყო. ფულადი აგრეგატების დინამიკა წლიურ ჭრილში თვეების მიხედვით კი ასე გამოიყურება:



ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up