„ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი უნდა დაწიონ“ - „სტრადა მოტორსის“ გაყიდვები განახევრებულია

„ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი უნდა დაწიონ“ - „სტრადა მოტორსის“ გაყიდვები განახევრებულია

access_time2020-12-03 13:30:09

კოვიდ პანდემია როგორც ყველა სექტორს, მათ შორის საავტომობილო სფეროსაც უარყოფითად შეეხო. შეიძლება ვთქვათ, რომ გაყიდვები განახევრებულია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სტრადა მოტორსის“ დამფუძნებელმა დავით ზაუტაშვილმ განუცხადა. საქართველოში Jeep-ის, FIAT- -ისა და Alfa Romeo -ს  ექსკლუზიური დილერი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნეს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს:

 

„ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით პირველ რიგში ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი უნდა დაწიონ, ზოგადად სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ამ მიმართულებას. გაყიდვები უნდა წახალისდეს იმიტომ, რომ მოსახლეობაში არ არის ფულის მოძრაობა. ახალი ავტომობილის შეძენისგან ყველა თავის იკავებს, რადგან ეს ფუფუნების საგანია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც წილი მაინც იყიდება“, - აცხადებს დავით ზაუტაშვილი.

 

Jeep-ის, FIAT- -ისა და Alfa Romeo -ს  ექსკლუზიური დილერი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას ხშირად არ იღებს, თუმცა ამბობს, რომ დღეს ბიზნესის გადარჩენის და ავტომობილების რეალიზების ერთ-ერთი საშუალება ეს მიმართულება.

 

„სტრადა მოტორსს“ 2019-20 წლებში 9 ტენდერი აქვს მოგებული, ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი:

 

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია - გაზსადენი ავტომანქანის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება 260 000 ლარი

 


ახმეტის მუნიციპალიტეტი - ქუჩის მოსარეცხი სატრანსპორტო საშუალების შეძენა. ხელშეკრულების ღირებულება 128 550 ლარი

 

სს ,,საქართველოს რკინიგზა - მაღალი გამავლობის მიკროავტობუსის (სამგზავრო) სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება 47 074 ლარი

 

ეროვნული სატყეო სააგენტო - მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება 821 621 ლარი

 

გორის მუნიციპალიტეტის მერია -  ქუჩის მოსარეცხი კომბინირებული მანქანების შესყიდვა.  ხელშეკრულების ღირებულება 268 268 ლარი

 

გორის მუნიციპალიტეტის მერია - მცირე ტევადობის ნაგვის გასატანი სპეციალური მანქანების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება 294 879 ლარი

 

გორის მუნიციპალიტეტის მერია - საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი სპეციალური მანქანის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება 147 847 ლარი

შპს ,,ვარდნილჰესების კასკადი“ - 2019 წლის ექსპლუატაციაში არნამყოფი 4000 კგ-დან 5000 კგ-ს ჩათვლით ტვირთამწეობის ავტომობილის შეძენა. ხელშეკრულების ღირებულება  73 877 ლარი

 

შპს ,,კომუნალური მეურნეობა - ქუჩის მოსარწყავი მანქანის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება 126 900


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up