„ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობა კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება“ - არჩილ მორჩილაძე

„ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობა კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება“ - არჩილ მორჩილაძე

access_time2020-12-28 13:30:28

ინტერვიუ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელთან, არჩილ მორჩილაძესთან.


– პირველ რიგში გვითხარით, როგორ დაასრულეთ 2020 წელი და რა მოლოდინები გაქვთ?


– საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან და უკვე დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი. გვაქვს ყველა ტიპის სადაზღვევო პროდუქტი და ეტაპობრივად ყველა მიმართულებას ვანვითარებთ. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, აიჯიჯის მიერ გამოწერილი პოლისების რაოდენობამ 462 594 ცალი შეადგინა. მათ შორის კორპორაციული – 10248, საცალო- 323 852, სახელმწიფო- 128 494.


მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი ჩვენი კომპანიისთვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 2020 წლის 25 თებერვალს დარეგისტრირდა თეთრ სიაში. შესყიდვების სააგენტო თეთრ სიაში არეგისტრირებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით შეასრულეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. 2018-2019 წლებში ჩვენმა კომპანიამ 30-ზე მეტ ორგანიზაციასთან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები – ჯანმრთელობის, ქონებისა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში. ასევე სასიხარულოა, რომ საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის სახეობაში 2019 წლის No1 ოქროს ბრენდად ჩვენი კომპანია გამოვლინდა. ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, ეს კონკურსი საქართველოში 2006 წლიდან ტარდება და ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.


ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში ოპერირების დაწყების დღიდანვე ჩვენ ვსარგებლობდით რეიტინგული გადამზღვევლების მხარდაჭერით. 2020 წლის ოქტომბრიდან ჩვენი კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor -ის (www.scor.com), გადაზღვევით ისარგებლებს. მანამდე, ორი წლის მანძილზე ჩვენი კომპანიის გადამზღვეველი ასევე AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული კომპანია Hannover Re (www.hannover-re.com) იყო.


– 2019 წელს თორმეტმა სადაზღვევო კომპანიამ ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვა მოითხოვა. თუ გადაიდგა რაიმე ნაბიჯი სახელმწიფოსგან და რატომ არის ეს პრობლემა აქტუალური სადაზღვევო ინდუსტრიისთვის?



– არსებითად არაფერი შეცვლილა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა, რაც მცირე და არასაკმარისი ნაბიჯია ამ გზაზე. სადაზღვევო ინდუსტრია ბოლო 20 წელიწადია ელოდება სფეროს განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომფლობელთა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღებაა, რაც ერთ-ერთი ევროდირექტივაა და ქვეყანამ ეს უნდა შეასრულოს. მაგრამ სანამ ეს კანონი შემოვა, თუ დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს არ მიეცათ კონკურენტულ გარემოში ოპერირების საშუალება, ჩვენი მოსახლეობა ისევ აღმოჩნდება რამდენიმე ძირითადი ბანკის დაზღვევის ან მასთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიის მძევალი. (ვგულისხმობ, როგორც ფასის სიდიდეს, ასევე სერვისის ხარისხს).


– რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“?


– „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პოზიცია ბანკების სასარგებლოდ დაფიქსირდა. ისინი თვლიან, რომ კონკურენციის კანონი ბანკებზე არ უნდა გავრცელდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი განცხადებით, ბიზნეს ასოციაცია მხოლოდ ბანკების და მათთან აფილირებული კომპანიების ვიწრო ფინანსურ ინტერესს იცავს. მინდა აღვნიშნო , რომ ჩვენ გვესმის საბანკო სფეროს მნიშვნელობა და მისი ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ განცხადება რომ ბანკებზე კონკურენციის კანონი არ უნდა გავრცელდეს, არის უპრეცედენტო და მთლიანად ეწინააღმდეგება ყოველგვარ წარმოდგენას საბაზრო ეკონომიკაზე.


ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, დოვლათის გადანაწილების კუთხით, სავალალოა (პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, ყველაზე ცუდი) და საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. მკვლევართა აზრით, სწორედ, დოვლათის გადანაწილების ე.წ. ჯინის ინდექსის მაჩვენებელი მჭიდრო კავშირშია სოციალური მღელვარებასთან [social unrest]. ჯინის ინდექსი საქართველოში 0.4-ის ფარგლებშია და ეს მაჩვენებელი მიანიშნებს შემოსავლების ისეთ უთანასწორო გადანაწილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოების მღელვარება გამოიწვიოს. ეს პრობლემა ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშიც. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ეს მუდამ უნდა ახსოვდეთ და ხელს უნდა უწყობდნენ ასეთი მდგომარეობის გამოსწორებას.


– რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?


– აქ ლიდერის როლი სახელმწიფომ უნდა იკისროს. აუცილებელია ქვეყნის განვითრების იმ ფორმით დაგეგმვა, რაც ქვეყანაში დოვლათის განაწილების კუთხით მდგომარეობას გააუმჯობესებს. დღეს სადაზღვევო სექტორისთვის უმთავრესია კონკურენტული გარემოს შექმნა, რათა ბანკებთან აფილირებულ თუ არააფილირებულ ყველა კომპანიას მიეცეს თანაბარ პირობებში ოპერირების საშუალება.ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე პრეფერენციას.


ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი ბანკების დომინანტური მდგომარეობის კუთხით, გამოიყენოს წარმატებული ქვეყნების მაგალითები და რაც შეიძლება მალე შეცვალოს კანონმდებლობა და რაც მთავარია, შემდეგ ეფექტიანად აღასრულოს ის.


bfm.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up