ბანკებისთვის მეტი კაპიტალის დარეზერვების მოთხოვნა, ლოგიკას მოკლებულია - საბანკო ასოციაცია

ბანკებისთვის მეტი კაპიტალის დარეზერვების მოთხოვნა, ლოგიკას მოკლებულია - საბანკო ასოციაცია

access_time2022-12-02 13:00:20

საქართველოს ეროვნული ბანკი კომეციული ბანკებისთვის ბუფერების მოთხოვნის ზრდას განიხილავს, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა. თავის მხრივ, ამ ბუფერის მოთხოვნის ზრდა საფინანსო სისტემისთვის კაპიტალის გაძვირებაში შეიძლება აისახოს. ბუფერების მოთხოვნის გადახედვის შესახებ რეკომენდაცია ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციას წარმოადგენს. სებ-ის თანახმად, კონტრციკლური ბუფერი ამჟამად 0%-ზე ნარჩუნდება, თუმცა მისი შემდგომი ზრდა გამორიცხული არაა.


„საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო. სტრესული პერიოდებისთვის კაპიტალის ბუფერების დასაგროვებლად, ბაზელის კომიტეტმა ქვეყნებს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესება შესთავაზა. თუკი არსებული სტანდარტული კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნულის ტოლია და დადებით მნიშვნელობას ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იღებს, ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნორმალურ პირობებშიც დადებითი იქნება (მეთოდოლოგიის გასაცნობად იხ. დანართი). ქვეყნების მზარდმა ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა. აღნიშნული ქვეყნებისთვის ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი 1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს. ეროვნული ბანკი იკვლევს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების საერთაშორისო გამოცდილებას და ბუფერის ზომას შემდეგი კომიტეტის შეხვედრაზე განსაზღვრავს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კაპიტალის ახალი მოთხოვნების დაწესების საჭიროებას ვერ ხედავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. მისი თქმით, ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების გადაწყვეტილების მიღება, ნიშნავს, რომ ბანკებმა უფრო მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ, შესაბამისად ახალი მოთხოვნები სხვა რეგულაციებთან ერთად, დაკრედიტების ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს. 



„კონტრციკლური ბუფერის შემოღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ეს არის ბანკებისთვის დამატებითი ზომა, რომელიც შეაფერხებს საბანკო სექტორის ზრდის ტემპს. 2023 წელი საკმაოდ რთული იქნება კაპიტალზე ზეწოლის მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ანგარიშგების სისტემაზე გადასვლის პროცესი იწყება და ეს შეიძლება მნიშვნელოვნად დააწვეს კომერციული ბანკების კაპიტალს. გარდა ამისა, მომავალ წელს ბანკებს დამატებითი კაპიტალის აკუმულირება ისედაც მოუწევთ. ამ ყველაფერს დამატებული კონტრციკლური ბუფერის შემოღება ანუ ბანკებისთვის მეტი კაპიტალის დარეზერვების მოთხოვნა, დღეს ლოგიკას მოკლებულია, თუ გარკვეულ რისკებზე არ ვსაუბრობთ, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს“, - ამბობს  ალექსანდრე ძნელაძე.


განახლებული მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე სებ-მა კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა უცვლელად, 0%-ზე დატოვა. ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის ზომას ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის შემდეგ კომიტეტზე განსაზღვრავს, რომელიც 2023 წლის 15 მარტს გაიმართება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up