ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ჩამორთმევა ეკონომიკის განვითარებას და კრედიტის გაიაფებას გამოიწვევს - ფინანსისტი

ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ჩამორთმევა ეკონომიკის განვითარებას და კრედიტის გაიაფებას გამოიწვევს - ფინანსისტი

access_time2021-10-01 12:00:09

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მიიღო. მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. იმ დროისთვის მხოლოდ ორი უმსხვილესი ბანკი ჯამში 71 კომპანიას ფლობდა. 2017 წლის ბოლოს კი პარლამენტმა ისევ მიიღო კანონი „კომერციული ბანკის რეგულირების შესახებ“, რითაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა ასევე აეკრძალათ.



„კომერსანტი“ დაინტერესდა, წლების შემდეგ რა წინსვლა არის ამ მიმართულებით, როგორ მოქმედებს ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესების ფლობა სხვადასხვა სექტორზე და როგორ ხდება კანონის აღსრულება. ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია ამბობს, რომ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის და რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ თუ პარლამენტმა ფინანსურ სფეროში მიღებული ბევრი კანონი ბანკებს მოარგეს. მისივე თქმით, გარდა მათზე მორგებული კანონმდებლობისა, ბანკების ზრდას ხელი შეუწყო მაშინდელმა 4 მილიარდიანმა საერთაშორისო დახმარებამ, საიდანაც 1 მილიარდი უშუალოდ ბანკებმა მიიღეს.



„საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ბანკებს მხოლოდ საბანკო საქმიანობის უფლება აქვთ - ანუ, შეუძლიათ მოქალაქეებისგან მიიღონ დეპოზიტები და გასცენ სესხები. სხვა კომერციული საქმიანობის უფლება ბანკებს არ გააჩნიათ. ასე იყო საქართველოშიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე. შეიძლება ითქვას, ამ ომმა ბანკებს „სულზე მოუსწრო, რომლებიც არასწორი მენეჯმენტის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. კერძოდ, სააკაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 4 მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარებიდან საბანკო სექტორმა 1 მილიარ დოლარამდე დახმარება მიიღო. გარდა ამისა, მათ მიეცათ ნებისმიერი სახის ბიზნესის კეთების უფლება. ამან გამოიწვია საბანკო სექტორის ხელოვნურად გაბერვა, საბანკო რესურსების არარაციონალურად გამოყენება და ხშირ შემთხვევებში სარისკო ბიზნესებში ჩადება, კონკურენციის შეზღუდვა, მონოპოლიების ხელშეწყობა და ა.შ. ჩემი აზრით, აუცილებელია ბანკებს კანონმდებლობით და თანაც, რეალურად ჩამოერთვათ არასაბანკო საქმინობის უფლება; ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, კონკურენციის გაზრდას, საკრედიტო რესურების გაიფებას. ერთის მხრივ, თითქოსდა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად ეს „ცვლილებები“ მხოლოდ ქაღალზე მოხდა“, - განმარტავს ბასილია.



2020 წლის 31 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით „თიბისი ბანკი“ ფლობს სალიზინგო კომპანია „თიბისი ლიზინგის“ 89% - ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება „თიბისი კრედიტის“ 100%-ს, „გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის“ 99.53%-ს, „თიბისი ფეის“ 100%-ს და ა.შ.




2020 წლის 31 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით „საქართველოს ბანკი“ ფლობს საქართველოს სალიზინგო კომპანიას, „ფონდი სიცოცხლის ხეს“, „საქართველოს ფინანსურ ინვესტიციას“ და სხვა.





თუმცა ფინანსისტების აზრით, არსებობს ბანკებთან დაახლოებილი კომპანიების ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა საქმიანობას და ამის გამო ქვეყანაში ბანკების არაპროფილურმა საქმიანობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საქართველოში წარმოების თუ სხვა ბიზნესის განუვითარებლობა დიდწილად მათი დამსახურებაა. სპეციალისტებს ერთიანი პოზიცია აქვთ - სფეროს დასარეგულირებლად მხოლოდ „ეროვნული ბანკის“ სიტყვა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია 2008 წელს გაუქმებული კანონის აღდგენა, ასევე მხოლოდ ბანკებს კი არ უნდა აეკრძალოს არაპროფილური საქმიანობა, არამედ მათ ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალ სუბიექტებს, მის მფლობელებს და ტოპ-მენეჯმენტსაც.



საერთაშორისო პრაქტიკა



მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კომერციული ბანკების არასაფინანსო სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. კომერციული ბანკებისათვის ქვეყნების უმრავლესობაში შეუზღუდავია ფასიანი ქალღალდების ფლობა და სადაზღვეო საქმიანობის წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში საქმიანობის განხორციელება კომერციულ ბანკებს სრული სპექტრით შეუძლიათ. რაც შეეხება ისეთ სფეროს, როგორიც არის უძრავი ქონების სექტორში ბიზნეს აქტივობა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მათი განხორციელება - აღნიშნული საქმიანობა არ შეიძლება განხორციელდეს არც ბანკისა და მისი შვილობილი ან მფლობელის/ჰოლდინგის სხვა საწარმოს მიერ.



მსოფლიო ბანკმა 2012 წელს „ბანკის რეგულირების და ზედამხედველობის კვლევა’’ ჩაატარა, სადაც ერთ-ერთი თემა სწორედ კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხია.



ამ კვლევის თანახმად 135 ქვეყნიდან 63 ქვეყანაში კომერციული ბანკებისთვის ფასიანი ქაღალდების ფლობა - შეუზღუდავია (ბანკს უფლება აქვს აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს სრული სპექტრით); 46 ქვეყანაში ნებადართულია (ბანკს უფლება აქვს ეს საქმიანობა განახორციელოს, მაგრამ მთლიანად ან მისი გარკვეული ნაწილი მხოლოდ მისი შვილობილი ან მფლობელი/ჰოლდინგის სხვა საწარმოების მიერ უნდა განხორციელდეს); 17 ქვეყანაში შეზღუდულია (საქმიანობის მხოლოდ ნაწილის განხორციელებაა შესაძლებელი ბანკის, მისი შვილობილის ან მფლობელის/ჰოლდინგის სხვა საწარმოების მიერ), 9 სახელმწიფოს შემთხვევაში კი აკრძალულია (აღნიშნული საქმიანობა არ შეიძლება განხორციელდეს არც ბანკის, არც მისი შვილობილის ან მფლობელის/ჰოლდინგის ან სხვა საწარმოების მიერ).



რაც შეეხება სადაზღვევო საქმიანობას, 137 ქვეყნიდან 7 ქვეყანაში შეუზღუდავია, 72 ქვეყანაში ნებადართული, 36 ქვეყანაში შეზღუდული, ხოლო 22-ში კი აკრძალულია.



უძრავ ქონებაში საქმიანობის წარმოება 134 ქვეყნიდან 20 ქვეყანაში შეუზღუდავია, 29 ქვეყანაში ნებადართული, 35-ში შეუზღუდავი, ხოლო 50 ქვეყნისთვის კი აკრძალული.



რაც შეეხება არასაფინანსო საქმიანობას 136 ქვეყნიდან 16 ქვეყანაში ის შეუზღუდავია, 24-ში ნებადართული, 48-ში შეზღუდული, ხოლო დარჩენილ 48 ქვეყანაში კი აკრძალული.



როგორც კვლევიდან ჩანს, ქვეყნების უმეტესობაში კომერციული ბანკებისთვის ფასიანი ქაღალდების ფლობა შეუზღუდავია, სადაზღვევო საქმის წარმოება ნებადართული, ხოლო ყველაზე მეტად აკრძალული კი უძრავი ქონებაში საქმის წარმოებაა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up