2022 წლის მარტში ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 110 მლნ ლარს გადააჭარბა და წინა თვესთან (თებერვალი — 90.6 მლნ ლარი) შედარებით 21%-ით გაიზარდა.
გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა სექტორისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ მაინც ფიზიკური პირების სესხები რჩება.
ეს მაჩვენებლები ასე ნაწილება:
• ბანკების საპროცენტო შემოსავლები ფიზიკური პირების სესხებიდან - 243 891 000 ლარი;
• ბანკების საპროცენტო შემოსავლები იურიდიული პირების სესხებიდან - 159 795 000 ლარი.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და სხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:
• საკომისიოები გაწეული მომსახურებისთვის - 45 166 000 ლარი;
• ჯარიმები - 7 443 000 ლარი;
•საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება — 59 460 000 ლარი.
რაც შეეხება ბანკების ხარჯებს, 2022 წლის მარტში 489 208 000 ლარი შეადგინა, ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 222 099 000 ლარი შეადგინა.
მთლიანობაში საბანკო სისტემამ მარტში 110 181 000 ლარის მოგება დააგენერირა, ხოლო მოგების გადასახადის სახით 33 319 000 ლარი გადაიხადა.
კონკრეტული თვეების განმავლობაში საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი;
ივნისი - 294.6 მილიონი ლარი;
ივლისი - 178 მილიონი ლარი;
აგვისტო - 233.1 მილიონი ლარი;
სექტემბერი - 171.2 მილიონი ლარი;
ოქტომბერი - 117.5 მილიონი ლარი;
ნოემბერი - 209 მილიონი ლარი;
დეკემბერი — 112 მილიონი ლარი.
იანვარი – 212.7 მილიონი ლარი;
თებერვალი – 90.6 მილიონი ლარი;
მარტი – 110.2 მილიონი ლარი.