2021 წლის მეოთხე კვარტალში უმოქმედო სესხების წილი ბიზნეს სესხებში მცირედით შემცირდა. საანალიზო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ჯამურად ბიზნეს სესხებში, 6%-მდე შემცირდა, რაც პორტფელის ზრდასა და ზოგიერთი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმოქმედო სესხების წილი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებშიც შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უმოქმედო სესხების წილი იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებში მცირედით შემცირდა და 3% და 5% შეადგინა, შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანწილად პორტფელის ზრდისა და შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგია.
2021 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკშია“, სადაც მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 33.81% უმოქმედოა, თუმცა წლიურ ჭრილში „ქართუ ბანკში“ უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 1.18 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი მატება „პაშა ბანკს“ აქვს, სადაც უმოქმედო სესხები 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:
ქართუ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 33.81%, კლება წინა წელთან შედარებით 1.18%, მთლიანი სესხები - 965,168,857 ლარი;
სილქ როუდ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 16.74%, კლება 9.93%, მთლიანი სესხები - 15,968,819 ლარი;
პაშა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 12.70%, ზრდა 5.3%, მთლიანი სესხები 306,516,389 ლარი;
ზირაათ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.04%, ზრდა 0.68%, მთლიანი სესხები - 97,379,544 ლარი;
ვითიბი ბანკი ჯორჯია - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.41%, კლება 0.63%, მთლიანი სესხები - 1,551,884,375 ლარი;
ლიბერთი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.31%, ზრდა 1.12%, მთლიანი სესხები 1,975,000,866 ლარი;
ხალიკ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 7%, კლება 5%, მთლიანი სესხები - 738,319,991 ლარი;
ტერაბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 5.96%, კლება 1.26%, მთლიანი სესხები 972,738,347 ლარი;
ბაზისბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 5.4%, კლება 2.3%, მთლიანი სესხები - 1,254,684,411 ლარი;
იშ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.49%, ზრდა 1.91%, მთლიანი სესხები - 247,836,864 ლარი;
საქართველოს ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.38%, კლება 3.97%-ით, მთლიანი სესხები - 15,385,154,749 ლარი;
თიბისი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.88%, კლება 3.78%, მთლიანი სესხები - 16,739,135,187 ლარი;
კრედო ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.87%, ზრდა 2.04%, მთლიანი სესხები 1,492,789,998 ლარი.
პროკრედიტ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.5%, კლება 0.7%, მთლიანი სესხები 1,354,159,163 ლარი;
ნინო თამაზაშვილი