10 ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ 2019 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით 645 855 314 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საანგარიშო პერიოდში მთლიანად საბანკო სექტორის მოგებამ 655 825 038 ლარი შეადგინა. ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 3 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 268 253 289 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 423 269 200 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 26 709 179 ლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“, რომელსაც მე-3 კვარტლის მონაცემებით, 262 755 787 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 418 489 488 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით ბანკმა - 27 500 000 ლარი გადაიხადა.
წმინდა მოგების მონაცემებით პირველ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ტერა ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 20 360 353 ლარი შეადგინა.
მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ქართუ ბანკი“ და „კრედო ბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის სამ კვარტალში, შესაბამისად, 18 894 816 და 17 750 855 ლარი შეადგინა.
მე-6 ადგილზეა „ლიბერთი ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 16 161 550 ლარი შეადგინა, მას 14 303 833 ლარიანი წმინდა მოგებით - „ბაზისბანკი“ მოსდევს.
მე-8 ადგილს „პროკრედიტ ბანკი“ იკავებს, რომლის წმინდა მოგებაც საანგარიშო პერიოდში 13 333 559 ლარი იყო, ხოლო მე-9 ადგილზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიაა“ 8 685 770 ლარის წმინდა მოგებით. რეიტინგს „იშ ბანკი საქართველო“ ასრულებს, რომელმაც 2019 წლის მე-3 კვარტალი 5 355 502 ლარიანი წმინდა მოგებით დაასრულა. სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი საერთო ჯამში 9 969 724 ლარს გაუტოლდა.
10 კომერციული ბანკი წმინდა მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით:
„თიბისი ბანკი“ – 268 253 289 ლარი.
„საქართველოს ბანკი“ – 262 755 787 ლარი.
„ტერა ბანკი“ - 20 360 353 ლარი
„ქართუ ბანკი“ – 18 894 816 ლარი.
„კრედო ბანკი“ – 17 750 855 ლარი.
„ლიბერთი ბანკი“ - 16 161 550 ლარი.
„ბაზისბანკი“ – 14 303 833 ლარი.
„პროკრედიტ ბანკი“ – 13 333 559 ლარი.
„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 8 685 770 ლარი.
„იშ ბანკი საქართველო“ – 5 355 502 ლარი.
ნინო თამაზაშვილი