ბანკების მოგებამ აპრილში  80 მილიონი ლარი შეადგინა- გიორგი ვაშაძე გადავადებულ სესხებზე პროცენტის ჩამოწერას ითხოვს

ბანკების მოგებამ აპრილში 80 მილიონი ლარი შეადგინა- გიორგი ვაშაძე გადავადებულ სესხებზე პროცენტის ჩამოწერას ითხოვს

access_time2020-06-15 16:30:59

"ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აპრილის თვეში საბანკო სექტორის მოგებამ 80 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე თვის მონაცემებს 16 მილიონი ლარით აღემატება.როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქართულ საფინანსო სექტორში არის იმის რესურსი, რომ ჩამოიწეროს გადავადებული სესხების პროცენტი და შემდგომ ეტაპზე განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი.


ხელში მიჭირავს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი, აპრილის თვის ანგარიში ქართულ საბანკო სექტორთან მიმართებაში. ეს ანგარიში ადასტურებს, რომ აპრილში, როცა ყველა გავღარიბდით, ყველას შემოსავალი შეგვიმცირდა, ქართულმა საბანკო სექტორმა დაწერა ზე-მოგება - 80 მილიონი ლარი, რაც 16 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის აპრილი მონაცემებს.


მეგობრებო, ეს არის უსამართლობა, როცა ყველა ვღარიბდებით და მთავარი თავის ტკივილი ყველასთვის ქვეყანაში არის კრედიტები და სესხები. ბანკები სესხის პროცენტის პროცენტს ახდევინებენ ადამიანებს, ანუ გადაუვადეს პროცენტი, მაგრამ დაუმტეს ეს პროცენტები შემდგომ ეტაპზე, მეორე სამი თვის გადავადება ფაქტობრივად ვრცელდება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილზე. საბანკო სექტორი კი ზე-მოგებას წერს. ეს ციფრები მიუთითებს, რომ ქართულ საფინანსო სექტორში არის იმის რესურსი, რომ ჩამოიწეროს რასაც ჩვენ ვთავაზობთ გადავადებული სესხების პროცენტი და შემდგომ ეტაპზე განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი.


უსამართლოა, როცა ქვეყნის ხელისუფლება პრემიერ-მინისტრი გამოდის და ისევ და ისევ ლობირებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს და საუბრობს სესხების სუბსიდირებაზე, ხალხი კი ღარიბდება.



მივმართავ ბატონ გახარიას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა ის, რომ ხალხის ინტერესები დაიცვათ. მივმართავ პოლიტიკურ ძალებს, ასევე ოპოზიციურ ძალებს გამოდით და დააფიქსირეთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, რად გვინდა პოლიტიკა?! რაში გვაინტერესებს პოლიტიკა?! თუ ხალხის ინტერესებზე არ ვიფიქრეთ. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში ყველა ღარიბდებოდეს და მდიდრდებოდეს მხოლოდ საბანკო სექტორი. არ შეიძლება, რომ ასეთ ზე-მოგებას ასეთი კრიზისის დროს წერდეს საფინანსო საბანკო სექტორი, დიახ, ჩვენი სიჩუმით სარგებლობს ხელსუფლება, ჩვენი სიჩუმით სარგებლობს ეროვნული ბანკი და გარიგებებშია საბანკო სექტორთან და ამ მოგებულ თანხებს ინაწილებენ, ხალხს კი ფაქტობრივად ყელში უჭერენ. საპენსიო სესხები საქართველოში 35- %-ია, ბიზნსეს სესხები საქართველოში 15-25 %. ყველა ამბობს, რომ ამ პირობებში არ არსებობს ეკონომიკის განვითარება ქართული ბიზნესი არის უმძიმეს ვითარებაში. ამ პირობებში, როცა ყველას გაგვიჭირდა, როცა ყველა გავღარიბდით, ყველას შემოსავალი შეგვიმცირდა, ბანკები წერენ ზე-მოგებას.
რა არის ეროვნული ბანკის ფუნქცია თუ არა ის, რომ გაატაროს ანტიმონოპოლიური პოლიტიკა. სხვა რა ფუნქცია აქვს ეროვნულ ბანკს?! უბრალოდ რომ სხედან შენობებში და აპირებენ ახალი შენობების აშენებას, მაღალ ხელფასებს, რომ იღებენ - ეს არის მათი ფუნქცია?!


ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ მთელი მსოფლიოს გამოცდილება და დავადგინეთ, რომ ქართულ საბანკო სექტორს აქვს ზე-მოგება ქვეყანაში, არის ყველაზე მომგებიანი ბიზნესი მსოფლიო მასშტაბით 25%- მოგებაა კაპიტალთან მიმართებაში, როცა მაგალითად სომხეთში არის 7 %. ეს ნიშნავს, რომ მოგების მარჟა პროცენტებში და სესხებში არის ძალიან მაღალი. ეს უსამართლოა, მე ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად ვიბრძოლო ამ უსამართლობის წინააღმდეგ.


ხალხის მხარეს თუ არ დავდექით ვერცერთ შემთხვევაში გავალთ შედეგზე ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უნდა ბოლომდე წაართვას ის უკანასკნელი ლუკმა-პური ადამიანებს, რაც აქვთ და ეს დოკუმენტი მიუთითებს, რომ ბანკებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩამოეწერათ გადავადებულ სესხებზე პროცენტი. 80 მილიონი მოიგეს აპრილში როცა ყველა გავღარიბდით.


თუ კრედიტებზე მყისიერი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ჩვენ გველოდება ქვეყნის გაბანკროტება. გაბანკროტდება ქართული ოჯახები, გაბანკროტდება ქართული ბიზნესი, ჩამოიშლება ეკონომიკა. ყველა ადმიანს ურეკავენ ბანკიდან და სთხოვენ უკვე გაზრდილი პროცენტების გადახდას. სამართლიანია ეს?! თუ ყველას გაუჭირდა ბანკებს რატომ არ გაუჭრდათ? ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც იზრუნონ ადმაინების მომავალზე - გიორგი ვაშაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up