ბანკების მოგება იზრდება

ბანკების მოგება იზრდება

person access_time2016-03-10 11:41:32

იანვარში კომერციული ბანკებმა 20,180 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღეს. შეიძლება ითქვას, რომ კომერციული ბანკები, მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებთან ერთად ის სექტორია, რომელსაც ლარის მკვეთრი დევალვაცია არ შეხებია და სტაბილურად მიიწევს წინ. იანვრის მონაცემებით, საბანკო სექტორის მიმოხილვისას, კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია. ლარში დეპოზიტების მაჩვენებელი მცირდება, ხოლო დოლარში იზრდება.

 

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით,  იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით საბანკო სექტორი წმინდა მოგება 4,375 მილიონი ლარით 20,180 მილიონი ლარამდე გაიზარდა.  ამასთან, არაპროცენტული შემოსავლების შემცირების ფონზე (76 მილიონი ლარით) იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  საბანკო სექტორის მთლიანი შემოსავლები  46,8 მილიონი ლარით შემცირდა. თუმცა, როგორც უკვე დავინახეთ ამ პროცესს ბანკების მოგების ზრდაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ამავე პერიოდში პროცენტული შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი – 30 მილიონ ლარამდე (192,672 მილიონის  ლარი).  სესხებიდან შემოსავალი – 23,418 მილიონი ლარით. ამასთანავე, ხაზგასასმელია ერთი დეტალი ბანკების შემოსავალი უფრო მეტად იზრდება ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან, ვიდრე იურიდიული პირების დაკრედიტებიდან და ამ პროცესში დიდი წვლილი სამომხმარებლო სესხებს მიუძღვით. კერძოდ, იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი – 13,4 მილიონი ლარით გაიზარდა (102,578 მილიონი), ხოლო იურიდიული პირებიდან 9,6 მილიონი ლარით (69 მილიონი ლარი). არაპროცენტული შემოსავლების შემცირების მიუხედავად  ბანკებს საკომისიოდან მიღებული შემოსავლები სტაბილურად ეზრდებათ, შარშანდელთან შედარებით 6 მილიონიანი მატება აქვთ.

 

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია. ზოგადად ბანკების აქტივები იანვარში  წინა წლის იანვართან შედარებით, 4,1 მილიარდი ლარით გაიზარდა (25,3 მილიარდი), ხოლო დეკემბერთან შედარებით 0,2 მილიარდი ლარით.

 

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), წელს იანვარში, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,494 მილიარდი ლარით გაიზარდა,  წინა თვესთან შედარებით კი 176.1 მილიონი ლარით და 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 16.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ეროვნული და უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტენდენცია. სურათი ასეთია – ერთ წელიწადში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 454 მილიონი ლარით გაიზარდა, იანვარში დეკემბერთან შედარებით კი  152 მილიონი ლარით  შემცირდა (5,392 მილიარდი), მაშინ როდესაც 1 წელიწადში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების  2 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, ხოლო დეკემბერთან შედარებით 305.7 მილიონიანი ზრდა აღინიშნება. აქედან გამომდინარე,  მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.23 პროცენტი, შესაბამისად დოლარიზაციის კოეფიციენტმა 65 პროცენტი შეადგინა.


 

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 14.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ერთი ფაქტი, ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მცირდება.  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის 28.66 პროცენტი შეადგინა, დოლარიზაცია – 71,34 პროცენტი.

 

ანალიზი აჩვენებს, რომ იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 209 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 3,276 მილიარდით გაიზარდა. თუ თვეს თვესთან შევადარებთ დავინახავთ, რომ ეროვნული ვალუტით დეპოზიტების შემცირების მაჩვენებელი უფრო იზრდება, იანვარში დეკემბერთან შედარებით ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 255 მილიონი ლარით იკლო, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი ერთ თვეში ნახევარ მილიარდზე მეტი ზრდაა.

 

როგორც ცნობილია, ბანკებმა ეროვნულ ვალუტაში ფულის მოსაზიდად დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა დააანონსეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კი ასეთი გადაწყვეტილებები ძირითადად აქციების ხასიათს ატარებს, ვინაიდან ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი – 10.8 პროცენტია. ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.8 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 81.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.4 პროცენტი შეადგინა.

 

რაც შეეხება ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულ სესხებს, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე დაკრედიტების მაჩვენებელი  6,829 მილიარდი ლარია, 151 მილიონი ლარით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა მკვეთრი შემცირება ფიქსირდება დეკემბერთან, ანუ ერთ თვეში ეკონომიკის დაკრედიტებამ 408 მილიონი ლარით დაიკლო. რაც მრეწველობის დაფინანსების შემცირებით აიხსნება, იანვარში დეკემბერთან შედარებით მრეწველობაზე გაცემული სესხები 427 მილიონით შემცირდა. დანარჩენ სექტორებში (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ფინანსური შუამავლობა) ერთი თვის მდგომარეობით დაკრედიტება გაიზარდა.

 

და ბოლოს, 2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up