ბანკების მიმართ უკმაყოფილება იზრდება - 2017 წელს ბანკების მიმართ პრეტენზიები 140%-ით გაიზარდა

ბანკების მიმართ უკმაყოფილება იზრდება - 2017 წელს ბანკების მიმართ პრეტენზიები 140%-ით გაიზარდა

access_time2018-05-18 14:00:00

 

 2017 წელს  ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა პრეტენზიები 140 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.  კერძოდ, მომხმარებლების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში დაფიქსირებული პრეტენზიები 2017 წელს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში სულ 3 269 მომართვა დაფიქსირდა. მომართვების უმრავლესობა – 2 329 (71 პროცენტი) – ტელეფონით დაფიქსირდა, წერილობით – 218 (6.7 პროცენტი), სოციალური ქსელით – 200 (6.1 პროცენტი), ელექტრონული ფოსტით – 341 (10.4 პროცენტი), ხოლო პირადი ვიზიტით – 181 (5.5 პროცენტი).

 

შინაარსობრივად ყველაზე მეტი პრეტენზია რესტრუქტურიზაციის მოთხოვნასთან, წინსწრებით დაფარვის პროცედურასთან, ჯარიმებისა და დარიცხული პირგასამტეხლოების ჩამოწერასთან, ხელშეკრულების პირობებთან და გალარების პროგრამასთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა.ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებელთა ინტერესი კანონმდებლობის განმარტებასთან დაკავშირებითაც.

 

რაც შეეხება კომერციულ ბანკებში  მომხმარებლების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, 2017 წლის განმავლობაში 3 665 უკმაყოფილო კლიენტის საჩივარი დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 28.3 პროცენტით აღემატება.`ზოგადად, 2012 წლიდან კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების დინამიკა მუდმივად მზარდია, რაც საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ მომხმარებლების ცნობადობის ზრდით არის განპირობებული. ამასთან, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიებიდან საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიების წილი ყოველწლიურად მცირდება. ამ მხრივ განსხვავებული იყო 2017 წელი, რამდენადაც საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიების ხვედრითი წილი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 27 პროცენტი შეადგინა.

 

საბანკო პროდუქტებიდან ყველაზე ხშირად პრეტენზიები შემდეგ პროდუქტებთან დაკავშირებით ფიქსირდება: 1) მიმდინარე ანგარიში, 2) სამომხმარებლო სესხები, 3) საკრედიტო ბარათები და 4) მომენტალური განვადება. აღნიშნული განაწილება წლიდან წლამდე პრაქტიკულად არ იცვლება, რაც ბუნებრივია, რადგან პრეტენზიების მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი ყველაზე გავრცელებულ/ხშირად გამოყენებულ პროდუქტებზე მოდის~-აღნიშნულია ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშში.

 

ბანკების მიმართ უკმაყოფილების ზრდა მხოლოდ ეროვნულ ბანკში 140%-ით გაზრდილი პრეტენზიებით არ გამოიხატება. ბოლო პერიოდში ამ სექტორის კრიტიკით რამდენიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი და ბიზნესმენი გამოვიდნენ. “პირველი მერცხალი” ფინანსთა მინისტრი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ საბანკო სფერო ეკონომიკის განვითარებას ამუხრუჭებს. მამუკა ბახტაძეს რამდენიმე პარლამენტარმაც მხარი აუბა და არც უკმაყოფილო ბიზნესის ხმამაც დააყოვნა.


 

“წინა წლებში ეროვნული ბანკის მართვაში შეინიშნებოდა ავტორიტარული მეთოდები და შესაძლოა ეს გარკვეულწილად ეფექტური იყო. არსებული კანონმდებლობით ისე როგორც მთელ მსოფლიოში ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტი. ჩნდება ეჭვი, რომ კომერციულმა ბანკებმა მოიპოვეს გავლენა ეროვნულ ბანკზე. ნაცვლად იმისა, რომ ეროოვნული ბანკი ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ და ძლიერ ინსტიტუციად, ის მოექცა მსხვილი ბანკების გავლენის ქვეშ და იქცა გარკვეულწილად მათი პოლიტიკის გამტარებლად. რა მივიღეთ შედეგად, 2008 წლიდან ბანკებმა დაიწყეს აქტიური ინტერვენცია მათთვის არაპროფილურ ბიზნესსექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ 2014-დან ეროვნული ბანკმა გასცა მითითება, რომელსაც უნდა შეეზღუდა ბანკების მონაწილეობა არაპროფილურ ბიზნესში. დღეს სახეზეა შემდეგი მოცემულობა:

 

ბანკებს არ აქვთ მოტივაცია დააკრედიტონ გრძელვადიანი სესხები ბიზნესსექტორში, რადგან ასეთი სესხებიდან ნაკლები შემოსავალი აქვთ.

 

ბანკები ჩამოყალიბდნენ ბიზნესის კონკურენტებად. ოღონდ ეს კონკურენცია უთანასწოროა, არათანაზომიერი რესურსებისა და ბიზნესინფორმაციის წვდომის პირობებში. შედეგად, ბიზნესი დამატებითი ინვესტიციებისგან თავს იკავებს. არ შედის ფინანსურ რისკებში და აფერხებს ფინანსურ განვითარებას. ანუ ვიღებთ ეკონომიკის დამუხრუჭების კლასიკურ მაგალითს. დიახ, ბიზნესს აღარ ააქვს ხელისუფლების შიში, მაგრამ მას გაუჩნდა ბანკების შიში და ეს არის პირველი მუხრუჭი”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა.

 

ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები არა კონკრეტულ ბიზნესმენებს, არამედ მთელ სექტორებს აქვთ. ასე მაგალითად, სადაზღვევო სექტორი ბანკებზე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გავრცელებას ითხოვს. სადაზღვეო ასოციაციის გამგეობის სხდომაზე, რომელიც კომპანია ,,უნისონის~ ინიციატივით ჩატარდა, ამ საკითხს, დამსწრე 11 სადაზღვევო კომპანიიდან, 6-მა მხარი დაუჭირა, 2-მა თავი შეიკავა, 3-კი წინააღმდეგი იყო. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, “სადაზღვევო ასოციაციამ”, ეროვნულ ბანკს წერილით უნდა მიმართოს, რითიც შეეცდება გაარკვიოს, აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სფეროს რეგულატორს, უფლება და ფუნქციები, გააკონტროლოს და აღკვეთოს მონოპოლიის ფაქტები.

 

,,მხარი არ დაგვიჭირა მხოლოდ 3-მა კომპანიამ “ალდაგმა”, “იმედი L-მა” და “თიბისი დაზღვევამ”, – ეს სადაზღვევო კომპანიები კი სწორედ ბანკებთან არიან აფილირებული. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედება საბანკო სექტორში აუცილებელია, რათა ჩამოგვშორდეს, ამ ორი დომინანტი ბანკის მახინჯი ბიზნეს მოდელი, რაც მსესხებელზე თავიანთ ჰოლდინგებში შემავალი სადაზღვევო კომპანიების სერვისების თავზე მოხვევის გზით ხორციელდება ~-განაცხადა `უნისონის~ ხელმძღვანელმა ვასილ ახრახაძემ.

 

კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები იზრდება. უკმაყოფილება შეინიშნება, როგორც მოსახლეობაში ისე ბიზნესმენების რიგებში. თუ ცენტრალურ ბანკმა თავის დროზე არ გადადგა მდგომარეობის გამოსასწორებელი ნაბიჯები, ეს ნეგატივი პოლიტიკოსების დღის წესრიგშიც აისახება (როგორც ეს უკვე ხდება) და საბოლოოდ საზოგადოების ზეწოლით ხელისუფლებას უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

 

 

bfm

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up