ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში წლიურად 12.7%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში წლიურად 12.7%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

access_time2021-11-01 16:00:25

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის სექტემბერში წლიურად 12.7%-ით გაიზარდა (+2.3% თ/თ) და 41 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ სექტემბერში 15.8% შეადგინა (+2.5% თ/თ). სექტორების მიხედვით, სექტემბერში კორპორაციული დაკრედიტების წლიური ზრდა 16.9%-მდე დაჩქარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების ზრდის ტემპმა 14.8% შეადგინა (კურსის ეფექტის გამორიცხვით). 2021 წლის სექტემბერში სესხების დოლარიზაცია 51.4%-მდე (-5.54 პპ წ/წ და -0.29პპ თ/თ) შემცირდა, ხოლო უმოქმედო სესხები 2.2%-ს გაუტოლდა (-0.12 პპ წ/წ და -0.05 პპ თ/თ). საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები 2021 წლის სექტემბერში წლიურად 12.7%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 35.9 მლრდ ლარი შეადგინა. ვალუტების მიხედვით, ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 11.6% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტის დეპოზიტების ზრდამ 13.3% შეადგინა. ამასთან, სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციამ 60.7% შეადგინა (-0.86 პპ წ/წ და +0.63 პპ თ/თ).



Galt & Taggart აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. სებ-ის თანახმად, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა, რასაც ძირითადად კვლავ ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებდა - მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდა, აგრეთვე საერთაშორისო ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები. სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია 2022 წლის თებერვლის ჩათვლით მაღალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს. სებ-ის მიხედვით ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, და მათი რეალიზების შემთხვევაში შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოხდეს. ამასთან, სებ-მა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10.0%-მდე გაზარდა წინა 8.5%-დან. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 8 დეკემბერს ჩატარდება.




საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.9%-ით გაიზარდა წინა თვის 10.3%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, რეალური მშპ 6.1%-ით არის გაზრდილი 2019 წლის სექტემბერთან შედარებით. სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, მშენებლობის დარგის გარდა. ზრდას ხელი შეუწყო ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, ასევე მთავრობის ხარჯებისა და საბანკო სესხების ზრდამ. ჯამურად, 2021 წლის პირველ 9 თვეში, საქართველოს ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა (+4.8% 2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით).



1-ელი ნოემბრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქსტატის მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი წლიურად 8.9%-ით გაიზარდა 2021 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალში დაფიქსირებული 10.1%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, კერძო სახლების ფასების წლიური ზრდა 13.5%-მდე შენელდა, ხოლო საცხოვრებელი ბინების ფასების წლიური ზრდა თითქმის არ შეცვლილა და 7.3% შეადგინა. ამასთან, 2021 წლის მე-3 კვარტალში 2021 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით ფასები შემცირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლების ფასები 4.6%-ით, ხოლო საცხოვრებელი ბინების ფასები 1.8%- ით შემცირდა, რამაც მთლიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის 2.5%-იანი კვარტალური კლება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი ფარავს მხოლოდ ახალი საცხორებელი უძრავი ქონების ბაზარს თბილისის მასშტაბით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up