„ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრი ზრდა ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო უარესდება“

„ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრი ზრდა ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო უარესდება“

access_time2020-02-14 10:00:55

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462 819 ლარით არის გაზრდილი.


„თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე ამბობს, რომ ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდა გარდა იმისა, რომ მოსახლეობის გაღარიბებაზე მიუთითებს, ბიზნეს-გარემოს გაუარესებასაც ნიშნავს.


„ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრ ზრდაზე, რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. ქვეყანაში ეკონომიკა არ იზრდება და ამას მსოფლიო ბანკის 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებიც მიუთითებს, რადგან რეგიონში ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. რაც იზრდება იმასაც ინფლაცია ჭამს, რომელიც 2019 წელს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო. ამის გამო ქვეყანაში ბევრი რამ გაჩერდა, მათ შორის წარმოებაც შემცირდა, რადგან მოსახლეობის შემოსავლებმა იკლო. შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც, რომელიც ასევე უარყოფითად აისახა ბიზნესგარემოზე, რომელიც საგრძნობლად გაუარესდა, რაც ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრ ზრდაშიც აისახა. ის, რომ ბიზნესს ძალიან უჭირს სტატისტიკური მონაცემებიც მიანიშნებს, ბოლო წლების განმავლობაში 54 000-ით შემცირდა არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ანუ გამოდის, რომ ბიზნესი სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის და ვერ ვითარდება, პირიქით ის ლიკვიდაციისკენ მიდის“, - განმარტავს ანა გოგოლაძე.


მისივე თქმით, დარეგისტრირებული ბიზნე სუბიექტების ნახევარზე მეტი საპენსიო ფონდში გადამხდელად არ არის დარეგისტრირებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების უმეტესობა არ მუშაობს.



„აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2012 წელს საქმეები რაც  აღსრულებაში იყო შესული 150 000 საქმით გაიზარდა და დღეს უკვე 270 000 საქმეზე მეტია. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების მიერ ვერ ხდება აღებული ვალდებულებების შესრულება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, დაახლოებით 170 000 ბიზნესსუბიექტი არის რეგისტრირებული, მაგრამ თუ გადავხედავთ საპენსიო სააგენტოს მონაცემებს, 2020 წლის 1 იანვრისთვის მხოლოდ 64 000 ბიზნეს სუბიექტი იყო დარეგისტრირებული საპენსიო ფონდში ანუ გადამხდელია, გამოდის რომ ქვეყანაში ბიზნესი არ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან ერთი საქართველოს მოქალაქე ვალაუვალია, ამას მაღალი მიგრაციაც და გადმორიცხული თანხების ზრდაც მიანიშნებს, აღებული ვალდებულებების დაფარვას ხალხი მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით ცდილობს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გაჩერებულია“, - აღნიშნავს ანა გოგოლაძე.


ეკონომიკის განვითარების დაბალ ტემპს და ბიზნესის განწყობის გაუარესებას უკავშირებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ვადაგადაცილებული სესხების და ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდას.


„ბანკში დაახლოებით 100 000 ახალი ადამიანი არის რეგისტრირებული, რომლებიც რისკის ქვეშ დგანან და ბანკის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ იხდიან. გარდა ამისა, დასაკუთრებული ქონების რაოდენობაც გაიზარდა, ეს ორი ინფორმაცია მიუთითებს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის პრობლემა და ადამიანი ხდება უუნარო გაუმკლავდეს ვალდებულებებს. ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარების ტემპს და ბიზნესის განწყობას. ნებისმიერი საერთაშორისო კვლევა გვეუბნება, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპები არის ძალიან მცირე, ასევე  ვხედავთ, რომ ბიზნესის სტაბილურობის კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, კორუფციის და ქრთამის აღების ინდექსში 3-ჯერ გაუარესდა ჩვენი პოზიცია, ეს უკვე ნიშნავს რომ ბიზნესი ამ ხელისუფლებას ნდობას აღარ უცხადებს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ბიზნეს-გარემოს გაუარესება იწვევს ადამიანების კიდევ უფრო გაღარიბებას, რაც ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის და შემდეგ უკვე ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ზრდას იწვევს“, - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.


ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მკვეთრი ზრდა ნიშნავს, რომ ბიზნესგარემო უარესდება და მეწარმეებს სესხის გადახდა გაუჭირდათ.


„სავარაუდოდ მეწარმეებს გასულ წელს გაუჭირდათ და ვეღარ გადაიხადეს სესხები, ეს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, იმიტომ  რომ ლარის გაუფასურებამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე, რამაც ფასები გაზარდა და ბიზნესმენებს სესხების გადახდა გაუძნელდათ. ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დასაკუთრებული ქონების რაოდენობა გაიზარდა, გამოდის ან ამოიღეს ეს სესხები ან წლის ბოლოს ჩამოწერეს, შესაბამისად, ვინც ვერ იხდიდა ქონება წაართვეს და დასაკუთრებული ქონებაც გაიზარდა. გარდა ამისა, გასული წელს მონეტარული პოლიტიკა  9%-ზე იყო, ასეთი მაღალი კი არასდროს გვქონია. თუ მეწარმეებს ბანკში ქონება ჩადებული ჰქონდათ და თუ ადრე რეინვესტირების შანსი უფრო დიდი იყო, გასულ წელს რეგულაციების გამო ეს შანსები სერიოზულად შეეზღუდათ და გაუძვირდათ, მონეტარული პოლიტიკის და მაღალი ინფლაციის გამო“, - განმარტავს მერაბ ჯანიაშვილი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up