ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 77.7% „თიბისი“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 77.7% „თიბისი“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის

access_time2021-10-08 11:00:38

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 255,501,871 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული.



2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს ბანკმა“ 99,459,385 ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 97,601,889 ლარს შეადგენდა. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, მის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ამავე პერიოდში 99,164,266 ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,363,570 ლარით ნაკლებია. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 77.7% (198,623,651 ლარი) სწორედ ამ ორი მსხვილ ბანკზე მოდის.



მესამე ადგილზეა „ვითიბი ბანკი“, რომლის მიერ დასაკუთრებულია 19,439,190 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება, რაც 2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 10 მლნ. ლარით არის გაზრდილი. მომდევნო პოზიციაზე „ბაზისბანკია“ – 18,333,543 ლარის დასაკუთრებული ქონებით, ხოლო ხუთეულს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (10,567,632 ლარი) ხურავს.



დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი:


„საქართველოს ბანკი“ – 99,459,385 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 97,601,889 ლარი);


„თიბისი ბანკი“ – 99,164,266 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 76,800,696 );

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 19,439,190 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 9,570,309 ლარი);

„ბაზისბანკი“ – 18,333,543 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი -13,192,769 ლარი);

„ხალიკ ბანკი საქართველო“ – 10,567,632 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 1,261,340 ლარი);

„ტერაბანკი“ – 3,070,298 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 2,067,125 ლარი);

„ქართუ ბანკი“ – 2,491,622 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 16,601,241 ლარი);

„იშ ბანკი საქართველოს“ - 1,102,533 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 1,046,318 ლარი);

„კრედო ბანკი“ – 906,788 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 1,390,992 ლარი);

„სილქ როუდ ბანკი“ – 280,730 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 400,745 ლარი);

„ფინკა ბანკი საქართველო“ – 255,436 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 224,146 ლარი);

„პროკრედიტ ბანკი“ – 141,367 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 135,594 ლარი);

„ლიბერთი ბანკი“ – 128,586 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 43,120 ლარი);

„პაშა ბანკი საქართველოს“ - 98,175 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი დასაკუთრებული ქონება არ ჰქონდა);

„ზირაათბანკი საქართველო“ – 62,320 ლარი (2020 წლის მეორე კვარტალი - 70,825 ლარი).







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up