ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 76% „თიბისი“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 76% „თიბისი“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის

access_time2021-02-08 10:00:07

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 244,630,971 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 220 049 010 ლარი იყო.


2020 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს ბანკმა“ 109,418,804 ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 99 065 797 ლარს შეადგენდა. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, მის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ამავე პერიოდში 77,134,961 ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,249,464 ლარით ნაკლებია. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 76% სწორედ ამ ორი მსხვილ ბანკზე მოდის.


მესამე ადგილზეა „ვითიბი ბანკი“, რომლის მიერ დასაკუთრებულია 19,882,336 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება, რაც 2019 წლის ოთხი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 9,8 მლნ ლარით არის გაზრდილი. მომდევნო პოზიციაზე „ბაზისბანკია“ 16,572,737 ლარის დასაკუთრებული ქონებით, ხოლო ხუთეულს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (10,606,227 ლარი) ასრულებს.


დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი:

„საქართველოს ბანკი“ – 109,418,804 ლარი (2019 წელს - 99,065,797 ლარი);

„თიბისი ბანკი“ – 77,134,961 ლარი (2019 წელს -78,384,425);


„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 19,882,336 ლარი (2019 წელი -10 067 967 ლარი);

„ბაზისბანკი“ – 16,572,737 ლარი (2019 წელი -13 825 651 ლარი);

„ხალიკ ბანკი საქართველო“ – 10,606,227 ლარი (2019 წელი - 477 491 ლარი);

„ქართუ ბანკი“ – 4,800,318 ლარი (2019 წელს - 14,339,254 ლარი);

„ტერაბანკი“ – 2,925,492 ლარი (2019 წელი - 2,226,546 ლარი);

„კრედო ბანკი“ – 1,113,655 ლარი (2019 წელს - 813 532 ლარი);

„იშ ბანკი საქართველოს“ - 1,102,534 ლარი (2019 წელს დასაკუთრებული ქონება არ ჰქონდა);

„სილქ როუდ ბანკი“ – 311,030 ლარი (2019 წელი - 423,245 ლარი);

„ფინკა ბანკი საქართველო“ – 307,163 ლარი ( 2019 ლარი - 225,548 ლარი);

„პროკრედიტ ბანკი“ – 185,952 ლარი (2019 წელი - 69,554 ლარი);

„ლიბერთი ბანკი“ – 103,192 ლარი (2019 წელს - 47,775 ლარი);

„პაშა ბანკი საქართველოს“ - 98,175 ლარი (2019 წელს დასაკუთრებული ქონება არ ჰქონდა);

„ზირაათბანკი საქართველო“ – 68,395 ლარი (2019 წელი - 82 225 ლარი).





ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up