დიდი ქართული ბანკები, სავარაუდოდ გარიგდნენ და მოსახლეობის ანაბრებზე სარგებელი მკვეთრად დაწიეს - რატომ დუმს ასეთ დროს რეგულატორი?

დიდი ქართული ბანკები, სავარაუდოდ გარიგდნენ და მოსახლეობის ანაბრებზე სარგებელი მკვეთრად დაწიეს - რატომ დუმს ასეთ დროს რეგულატორი?

access_time2021-03-12 10:00:30

კომერციული ბანკების ნაწილმა დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირა. ამის პარალელურად კი ლარში გაცემულ საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.


საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ ანაბრებზე პროცენტის კლება სისტემური ხასიათის არაა და ეს გადაწყვეტულება ყველა ბანკს არ მიუღია, გარდა ამისა ვინც შეამცირა, ისიც მინიმალურად, 0.25%-1%-ით.


„კონკრეტულმა ბანკებმა ზოგიერთ დეპოზიტზე შეამცირეს პროცენტები, ამას სისტემური ხასიათი არ ჰქონია, შეიძლება ითქვას რომ ეს დოლარიზაციის პროექტიდან გამომდინარე შემდეგი საფეხურია. ბანკებში უცხოურ ვალუტაში ლიკვიდობა მაღალია და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო, უცხოურ ვალუტაში შენატანებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ლარიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკლები წინსვლა სწორედ დეპოზიტების მაჩვენებელშია. დღეის მდგომარეობით, კონკრეტულ ბანკებმა კონკრეტულ პროდუქტებზე შეცვალეს პროცენტები, თუმცა ვფიქრობ რომ ამან შესაძლოა სისტემური ხასიათი მიიღოს. უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო მიმართულებით პროცენტების შემცირება კრიზისის მიუხედავადაც მოსალოდნელი იყო, თუმცა კრიზისმა პროცესს ხელი შეუწყო. მეორე კვარტლიდან ველოდებით აქტივობის ზრდას, ასევე შედეგები დამოკიდებული იქნება ბანკების ლიკვიდობაზეც. გარდა ამისა, ზოგიერთ საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა მისი რისკიანობიდან გამომდინარე და არც ამ შემთხვევაში გვქონია სისტემური ხასიათი, დღეს სესხებზე მოთხოვნა ძალიან მცირეა. როგორც კი აქტივობა გაიზრდება და სიტუაცია დასტაბილურდება, მოლოდინი გვაქვს რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება“, - განმარტა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ.


ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბანკების ნაწილმა ერთმანეთში მოილაპარაკეს და ერთდროულად მკვეთრად დაწიეს ანაბრების პროცენტები. მისი თქმით, საქართველოს საბანკო სისტემაში 35 მილიარდი ლარის ეკვივალენტი დეპოზიტებია განთავსებული, აქედან 62 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და ანაბრების 77 პროცენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად, დოლარში) არის განთავსებული.



„ჩვენი მოქალაქეების დანაზოგების უდიდესი ნაწილი ორ მსხვილ ბანკშია თავმოყრილი. რა გააკეთა ამ ორმა დიდმა ბანკმა, „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“? გადაწყვიტა მუქთად ჩაიგდოს ხელში ეს მილიარდები. სავარაუდოდ, მოილაპარაკეს სულ ახლახან ერთმანეთში და ერთდროულად მკვეთრად დაწიეს ანაბრების პროცენტები. დღეისათვის, მაგალითად, ერთწლიან ანაბარზე სარგებელი დოლარში 1,25-1,35 პროცენტია, ევროში-0,45 პროცენტი. ალბათ გაიფიქრეთ, ამით სესხის პროცენტსაც ხომ შეამცირებენ და იქნებ ეშველათ მომხმარებლებსო? არ იზამენ. შარშანაც შეამცირეს ანაბრის პროცენტები (მათ შორის ლარში), მაგრამ კრედიტები უცხოურ ვალუტაში პირიქით, 0,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში ფაქტობრივად იგივე დარჩა (მხოლოდ 0,2 პროცენტით შემცირდა).


რას აკეთებს ამ დროს ეროვნული ბანკი, ანტიმონოპოლიური რეგულატორი ამ სფეროში? არაფერს. ეს არაა პირველი შემთხვევა მსხვილ ბანკებს შორის საეჭვო გარიგებებისა, მაგრამ ეროვნული ბანკს ამის შესწავლითაც კი არ შეუწუხებია თავი. დეპოზიტებზე პროცენტების შემცირებას როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ბანკებს შორის შესაძლო გარიგებას, უფრო პირიქით-ამ მიზეზებზე გადაბრალებით ხელ-ფეხი ეხსნებათ სამოქმედოდ“, - ამბობს გოცირიძე.

 

ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სექტორის მარეგულირებელ ორგანოს არ შეუსწავლია ბანკების ამ გადაწყვეტილებით დაირღვა თუ არა ანტიმონოპოლიური კანონი და მომხმარებლთა უფლებები.


ბანკებმა გააკეთეს ის, რაც მათთვის, როგორც კომერციული სტრუქტურებისთვის სასარგებლოა. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუსრულებიათ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სექტორის მარეგულირებელ ორგანოს არ შეუსწავლია ბანკების ამ გადაწყვეტილებით დაირღვა თუ არა ანტიმონოპოლიური კანონი და მომხმარებლთა უფლებები; ხოლო, სამართალდამცავებს არ დაუწყიათ მოკვლევა შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. სწორედ ეს გახლავთ პრობლემა. ეროვნული ბანკი და სამართალდამცავები რომ თავის ადგილზე ყოფილიყვნენ და დაეწყოთ კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, კომერციული სტრუქტურები უფრო ფრთხილად იქნებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა თემურ ბასილიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up