საქართველოს ბანკების დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 85.4 პროცენტია

საქართველოს ბანკების დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 85.4 პროცენტია

access_time2018-06-25 17:55:05

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ივნისისათვის 20.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 137.7 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით მეტია პირველი მაისისათვის  არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით მეტი). მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 58.0 მლნ ლარით, ანუ 0.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 79.7 მლნ ლარით, ანუ  1.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე  - 0.8 პროცენტით).


ეროვნული ბანკის განცხადებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.27 პროცენტული პუნქტით).


ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.6 პროცენტი.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.1 პროცენტი შეადგინა.





გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...


მსგავსი სიახლეები

up