„ბანკების არაპროფილური საქმიანობა საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას უქმნის“

„ბანკების არაპროფილური საქმიანობა საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ პრობლემას უქმნის“

person access_time2016-02-09 18:00:52

რამდენად მაღალია საბანკო სექტორის როლი ლარის გაუფასურების პროცესში, რატომ ვერ მოახერხა მთავრობამ ერონულ ბანკთან შეთანხმებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე არსებული სიტუაცია? - „პოლიტკომერსანტი" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესა და „თავისუფალი დემოკრატების" წევრს დავით ონოფრიშვილს ესაუბრა.


- დაპირების მიუხედავად, ლარი ჯერ ვერ გამყარდა, ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაციის ძირითადი მიზეზი საბანკო სექტორია, ამ მოსაზრებას თუ ეთანხმებით?

 

- ფაქტია, რომ ლარის დევალვაციამ მასშტაბური სახე მიიღო. პრაქტიკულად, ერთ წელიწადში, შარშანდელი ნოემბრიდან დაწყებული, ლარი თითქმის 40%-ით გაუფასურდა, რითაც ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. განსაკუთრებით იმ ოჯახებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ამ ადამიანებს დღეს 40%-ით მეტი ოდენობის ლარის გადახდა უწევთ, ვიდრე გაუფასურებამდე... ამავე დროს, ანალოგიური პროცესები მეზობელ ქვეყნებშიც დაიწყო და ცხადი გახდა, რომ ამ პროცესს ვერც საქართველო ასცდებოდა.

 

ფაქტია, რომ ამ პროცესს ხელისუფლება მომზადებული არ შეხვდა. პირიქით, ძალიან გვიან „აღმოაჩინა", რომ თურმე ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ამას შესაბამისი ღონისძიებების გატარება სჭირდება. 2015 წლის თებერვლის დასაწყისში, როცა 1 დოლარი 2 ლარი გახდა, მთავრობის მხრიდან მხოლოდ მაშინ გაკეთდა განცხადებები, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ისეთი არაფერი ხდება. ფაქტია, რომ მთავრობამ ლარის კურსის შენარჩუნების მიზნით ბევრი არაფერი მოიმოქმედა. სავალუტო კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების არანაირი გეგმა და პროგრამა არ შეიმუშავა.

 

ასევე, ეროვნული ბანკმა, რომლის ძირითადი ამოცანა მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნებაა, გარკვეულ ეტაპზე, როცა სპეკულატიური მოლოდინების გამო ლარის კურსის რადიკალური ცვლილებები დაიწყო, შეეძლო უფრო მეტად ეაქტიურა... ფაქტია, მოსახლეობამ ერთი რამ დაინახა თუ როგორ ეკინკლავებოდა და ერთმანეთს ადანაშაულებდა მთავრობა და ეროვნული ბანკი, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა ლარის მიმართ უნდობლობას.

 


თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც მთავრობის მხრიდან მოდიოდა, რადგან სახეზე იყო ინვესტიციების ნაკლებობა, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად შემცირება. 2015 წლის განმავლობაში ექსპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა - 23%-ით, რაც 650 მილიონ დოლარით ნაკლებია 2014 წლის ექსპორტთან შედარებით. პრაქტიკულად, შემოსავლები ტურიზმიდან არ გაზრდილა. ეს ყველაფერი მთავრობის სუსტი და არაკომპეტენტური მუშაობის შედეგი გახლდათ. შედეგად მიმოქცევაში დოლარი ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ლარი. შესაბამისად, კურსიც გაიქცა.

 

- საბანკო სექტორის როლზე რას ფიქრობთ. ექსპერტები იმაზეც საუბრობენ, რომ წინა ხელისუფლებამ ბანკებს სასათბურე პირობები შეუქმნა, რამაც არსებულ სიტუაციაზე უარყოფითი გავლენა იქონია...

 

- წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მცდარი და არასერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ვგულისხმობ ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის განხორციელების ნებართვის გაცემას. პრაქტიკულად, საქართველოში მოქმედი ყველა დიდი ბანკი სხვადასხვა სახის ბიზნესებში ჩაერთო. მაგალითად, სხვადასხვა ფინანსური საქმიანობა, რომელიც ბევრ ქვეყანაშია მიღებული, დასაშვებია, იგივე სადაზღვევო სფერო, მაგრამ როცა ბანკები ჯანდაცვის, უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის და ეკონომიკის სხვა სფეროებში ჩაებნენ, ამან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან ცუდი როლი ითამაშა. ცხადია, კონკურენციის თვალსაზრისით ასეთი მიდგომები სერიოზულ პრობლემებს ქმნის, რადგან ამ შემთხვევაში ბანკები მათ მიერ დაარსებულ ან მათთან ასოცირებულ ბიზნესებს ლობირებენ და აფინასნებენ, ხოლო კონკურენტებს ნაკლებად. ასეთ შემთხვევაში ბაზარზე არსებული ამ სფეროს სხვა მოთამაშეები შეზღუდულები არიან და არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ამგვარი მიდგომა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც კი პრობლემას უქმნის, არათუ საქართველოს ეკონომიკის მსგავსს ქვეყანას.

 

- თუმცა, ამჟამინდელ ხელისუფლებას ხომ შეეძლო ეს მიდგომა შეეცვალა, რატომ აგრძელებს წინამორბედის გზას?

 

- 2013-2014 წლებში ღიად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე შეზღუდვები დაწესებულიყო. როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია მიღებული. შეზღუდვის დაწესება აუცილებელი იყო. მართალია, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შეგახსენებთ, რომ შარშან, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკებს გარკვეული პერიოდი მისცეს, რომ არაპროფილური აქტივები მოეცილებინათ. თუმცა, რა ვადებზეა საუბარი, უცნობია. ამ გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის სახე არ ჰქონდა, რაც პრობლემის მოგვარების სრულყოფილ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება. შედეგად, რამდენიმე ბანკმა საბანკო საქმიანობიდან ჯანდაცვის სფერო და დეველოპმენტი მართლაც გამოყო, მაგრამ მთლიანობაში რა ხდება, რამდენად აქტიურად მიდის ეს პროცესი? - ეს საზოგადოებისათვის უცნობია. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით გარკვეული სახის ნორმატიული აქტის ან კანონის მიღება აჯობებდა, რაც არ არის დაგვიანებული.


- არსებული მდგომარეობის შესაცვლელად რა უნდა გაკეთდეს?

 

- ახლა რაღა უნდა გაკეთდეს? კურსი გააქციეს, ლარი თითქმის 40%-ით გაუფასურდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, როგორღაც კურსი შეინარჩუნონ მინიმუმ სტაბილურ მდგომარეობაში, თუნდაც 2,40-ის ფარგლებში. დღეს ლარის კურსი 2,48 დაფიქსირდა. ზოგადად, ბოლო წლებში, იანვარ-თებერვლში ლარის კურსის გაუფასურება, ახალი წლების შემდგომ პერიოდში სისტემატურად ხდებოდა... ასე რომ, უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ეს პროცესი თუ არ შეჩერდა და ლარი გამყარებისკენ არ წავიდა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ლარზე სხვა ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებენ და შეიძლება კვლავ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე, მოსახლეობაც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია როგორ იმოქმედებს მთავრობა, რომელიც დაინტერესებულია ექსპორტის გაზრდით და ინვესტიციების მოზიდვით. რაც არამარტო ლარის კურსისთვის არის კარგი, არამედ ზოგადად დასაქმებისთვის, წარმოებისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რაც შარშან არ მომხდარა.

 




მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up