ბანკები რეგულაციების ამოქმედებისთვის მზად არ არიან - სებ-თან მოლაპარაკებები გრძელდება

ბანკები რეგულაციების ამოქმედებისთვის მზად არ არიან - სებ-თან მოლაპარაკებები გრძელდება

access_time2018-12-07 14:00:00

საბანკო რეგულაციების ამოქმედება  დაანონსებიდან უკვე ორჯერ გადავადდა. ბოლო ვერსიით, საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო და საფინანსო სექტორისთვის ახალ რეგულაციებს 2019 წლის 1 იანვრიდან აამოქმედებს.  თუმცა, როგორც კომერსანტს „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა განუცხადა, ბანკები რეგულაციის ასამოქმედებლად ისევ არ არიან მზად და საბანკო სექტორი სებ-თან ერთად, დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას აგრძელებს. მორიგი სამუშაო შეხვედრა კი ორშაბათსაა ჩანიშნული.


 

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მოხდება ძირითადი შენიშვნების განხილვა, თუმცა, არსებითად რამე შეიცვლება თუ არა და ისევ გაითვალისწინებს თუ არა მარეეგულირებელი საბანკო და საფინანსო  სექტორის თხოვნას მცირე ხნით გადავადებაზე, უცნობია.



როგორც ცნობილია, საფინანსო სექტორი აქტიურად ითხოვდა და დღემდე ითხოვს იმას, რომ  რეგულაციების ბოლო ვერსიის შეთანხმებიდან  მის ამოქმედებამდე სექტორს, 1-2 თვიანი ვადა მიეცეს.  



„მუდმივად იყო ბანკების მხრიდან თხოვნა, რომ ბოლო ვერსიის  დადებიდან 1-2 თვიანი ვადა მისცემოდათ იმისთვის, რომ მათ  სრულად იმპლემენტაცია მოახდინათ. ეს ყოვლისმომცველი რეგულაციაა, რომელიც გარკვეულ ნაწილში აზუსტებს რაღაცეებს, თუმცა, მნიშვნელოვნად ცვლის ფიზიკური პირების დაკრედიტების პრინციპებს.


 

წინა რეგულაციების შემთხვევაში თუ საუბარი იყო  სესხის ერთ ნაწილზე, მაგალითად, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, ან კაპიტალიდან ბუფერის დადგენაზე, მოსალოდნელი რეგულაცია მოიცავს ყველაფერს, ყველა მიმართულებას, რაც არის იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა გარკვეული პროდუქტების მნიშვნელოვანი ცვლილება გახდეს საჭირო. შესაძლოა, ისე შეიცვალოს, რომ ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან და ახალ პროდუქტზე იყოს მოთხოვნა.


 

ორთვიანი ვადა რეალურად იყო მოთხოვნა, მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან ამის გათვალისწინება საკმაოდ რთულია. რეალურად რომ ვთქვათ, ყველა ბანკმა რეგულაციის დაანონსებიდან  გარკვეული მომზადება დაიწყო, თუმცა, მოსამზადებელი დრო მაინც საჭიროა. სებ-ი ამას  გაითვალისწინებს თუ არა ვერ გეტყვით. წესით აღარ უნდა შეიცვალოს, რადგან სებ-მა აქამდეც საბანკო სისტემის მხარეს დიდი ნაბიჯი გადმოდგა, “ აღნიშნავს ძნელაძე.



 

„კომერსანტის“ კითხვაზე, ეს ნიშნავს იმას თუ არა, რომ ბანკები არ არიან მზად საბანკო რეგულაციების ამოქმედებისთვის, ძნელაძე აცხადებს, რომ სექტორი არ არის მზად და მათ მოსამზადებელი პერიოდი სჭირდებათ.


 

„საბანკო სექტორი არ არის მზად.სავარაუდოდ, გარკვეული პროდუქტები შესაძლოა საერთოდ გაქრეს ბაზრიდან და მერე ახლიდან შემოვიდეს. მათ შორისაა, სწრაფი განვადებები,სწრაფი პროდუქტები,რომელიც შესაძლოა საწყის ეტაპზე შეჩერდეს და შემდეგ  განახლებული ვერსიით შემოვიდეს ბაზარზე,“  აღნიშნავს ძნელაძე.


 

რეგულაციების  ბოლო ვერსიის მიხედვით, ბანკებს უნდა დაუწესდეთ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ მოუწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და სესხების გაცემის პოლიტიკა გაამკაცრონ.საუბარია რეგულაციებზე, რომლის თანახმად: იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 






ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up