ბანკები იპოთეკით დატვირთულ ქონებას 3 წელი ვეღარ გაყიდიან - არგუმენტად საერთაშორისო პრაქტიკა სახელდება

ბანკები იპოთეკით დატვირთულ ქონებას 3 წელი ვეღარ გაყიდიან - არგუმენტად საერთაშორისო პრაქტიკა სახელდება

access_time2018-03-28 09:50:00

„ბოლო საცხოვრისის“ პრინციპს აბსოლუტურად მივესალმები, რადგან ეს მიდგომა მოქმედებს ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და არის სრულად გამართლებული. არ შეიძლება ბანკს პირდაპირ გამოსახლება შეეძლოს მოქალაქის და თუ ევროპაში გვინდა, მაშინ მისი ღირებულებებიც უნდა მივიღოთ“,- ასე აფასებს ეკონომიკის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი  „პატრიოტთა ალიანსის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დატვირთულ ქონებას „ბოლო საცხოვრისს“ ბანკები 3 წელი ვეღარ გაყიდიან.


მისივე თქმით, ბიზნესასოციაციის წევრთა კონტარგუმენტები იმის შესახებ, რომ ინიციატივის აღსრულების შემდგომ მოქალაქეები სესხებს ვეღარ აიღებენ და ვერც ბანკები გასცემენ იპოთეკურ სესხებს, არის არარეალური.


„მოქალაქეები იპოთეკურ სესხებს ძირითადად იღებენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რასაც სახელწმიფო ჯანდაცვის დაფინასებით უნდა აგვარებდეს და მეორე მიზეზია ბიზნესის წამოწყება. ამ შემთხვევაში კი არსებობს ბიზნესესხები და თუ ამის მიუხედავად მოქალაქე იღებს იპოთეკურ სესხს, ესე იგი საბანკო სექტორშია პრობლემა, ანუ ბანკები არ გასცემენ ბიზნესსესხებს.  რაც შეეხება იმ კონტრარგუმენტს, რომ დაეცემა უძრავი ქონების ლიკვიდურობა, არის ასევე გაუმართლებელი. ლიკვიდურობა ისევ ბანკისთვის თუ დაეცემა, თორემ ბაზარზე გასაყიდად რომ გაიტანო ქონება, აქ პრობლემა არ იქნება. ამიტომ ბიზნესასოციაციის პოზიცია არის მიუღებელი“,- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.


მერაბ ჯანიაშვილის მოსაზრებას სრულად იზიარებს ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა არის პოზიტიური, რადგან მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება დაფარონ სესხი და შეინარჩუნონ ქონება. ასევე აღნიშნული სიახლე მათთვის იქნება სტიმული, რათა დროულად მოიძიონ საჭირო თანხები.


„ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის ეს არის ცასალხად პოზიტიური მოვლენა. რაც შეეხება ბანკებს, რეალურად არც ისინი ზარალდებიან. საქმე იმაშია, რომ პრაქტიკაში არ არის მიღებული კომერიცული ბანკები ფლობდნენ უძრავ ქონებას. წესით ვალის დაფარვის მომენტშივე ბანკმა  ქონების რეალიზაცია უნდა მოახდინოს ღია აუქციონზე და დაფაროს სესხის ვალდებულება, დანარჩენი თანხა კი მფლობელს უბრუნდება. ჩვენთან ასე არ ხდება, რაც დაუშვებელია“,- განმარატავს ხომიზურაშვილი.


მისივე თქმით, არასწორია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში, ბანკები აღარ გასცემენ იპოთეკურ სესხებს. როგორც ვახტანგ ხომიზურაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იპოთეკური სესხები ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი სესხია, რაზეც ბანკი უარს არასდროს იტყვის.


„იპოთეკურ სესხს არ გააჩნია ალტერნატივა, ანუ მისი ჩანაცვლება სხვა ანალოგიური პროდუქტით პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან ბანკებს არ აწყობთ მასზე უარის თქმა, რადგან შემოსავალი არ ექნებათ. მეტიც, ფაქტობრივად, არც კი შეიზღუდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ბანკებს მოუწევთ მოზიდული სადეპოზიტო ბაზის შემცირება, რადგან ამ დეპოზიტებს ვეღარ დააბანდებენ სესხებში, ამაზე კი უბრალოდ არ წავლენ. ვინც ამბობს, რომ იპოთეკურ სესხებს ბანკები ვეღარ გასცემენ ან მოქალაქეები ვერ მიიღებენ, ეს სპეციალურად შემოგდებული თემაა“,- განმარტავს ხომიზურაშვილი.


ის, რასაც ვახტანგ ხომიზურაშვილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში არ მიესალმება, ეს მხოლოდ კეთილსინდისიერი მყიდველის უფლებების შეზღუდვაა. კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში მოვალეს გასხვისებული ბოლო საცხოვრისის გამოსყიდვა შეუძლია იმ ოდენობის თანხით, რამდენადაც გაიყიდა უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე. კანონიერ მესაკუთრეს კი ქონების გამოთხოვება სასამართლოს გზიით შეეძლება. ვახტანგ ხომიზურაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ახალი მყიდველის უფლებები საკანონმდებლო დონზე ირღვევა.


„ის არის კეთილსინდისიერი შემძენი ამ უძრავი ქონების და თუ წაერთმევა ეს ქონება თუნდაც სასამართლოს გზით, მაინც არაკონსტიტუციურ მიდგომად მიმაჩნია“,- განმარტავს ხომიზურაშვილი.


ვახტან ხომიზურაშვილის ამ პოზიციას იზიარებს „აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანიც. მისი თქმით, ეს საკითხი არის საკმაოდ ბუნდოვანი, რადგან ერთი  სოციალური ჯგუფების დაცვით, ილახება სხვა ჯგუფების უფლებები.


„ეს საკითხი ან უფრო დასაზუსტებელია, ან თუ ასეა, მაშინ არასწორია. რაც შეეხება ზოგადად ინიციატივას, მე არ მგონია აღნიშნულმა რეალური შედეგი გამოიღოს. გაუაზრებლად მიმაჩნია ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან სერიოზული პრობლემები შეექმნება საბანკო სექტორს, როგორც ერთ-ერთ მძლავრ ორგანოს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის. შესაძლოა სახელმწიფომ მოახდინოს ბიუჯეტიდან იმ ადამიანების სუბსიდირება, რომელთაც ბოლო საცხოვრისი აქვთ და ასეთი რამ ბევრგან ხდება, მაგრამ ამის გამო ბანკებმა არ უნდა იზარალონ. ზოგადად, როცა მოქალაქე თავის ქონებას დებს ბანკში, პასუხისმგებელიც თავადაა და აქ რისკების კარგად არ შეფასება უფროა პრობლემა, ვიდრე სხვა რამ“,-განმარტავს გვიდიანი.

 

ავტორი : სალომე ლემონჯავა




იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up