„ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები

„ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები

access_time2020-12-30 16:30:36

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი. ბოლო წლებში, საბოლოო ვარიანტის დადგენისას, სოციოლოგიური ჯგუფი ითვალისწინებდა გაზეთის – BFM.GE-ს მომხმარებელთა ონლაინ გამოკვითხვის შედეგებსაც. დებულების თანახმად, გამოკითხვის მონაწილეებს სთავაზობდნენ გაეთვალისწინებინათ მთავარი კრიტერიუმი: წლის ადამიანად (წლის ადამიანებად) დასახელებულს უნდა ჰქონოდა შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში გასული წლის მანძილზე მომხდარ და დაფიქსირებულ მოვლენებში. ხაზი ესმება, რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ იმ პიროვნების აღნიშნული როლი შესაძლოა, იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. გამოცემა არ ახდენს ამ ზეგავლენის შეფასებას. ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდია.

 

გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად (წლის ადამიანებად) ექიმი, შვიდი შვილის მამა გიორგი ჩაფიჩაძე დასახელდა. მასთან ერთად, კოვიდთან მებრძოლი ექიმები, ცნობილი სამეულით დაწყებული და რიგითი სანიტრებით დამთავრებული. შემოქმედებითმა ჯგუფმა და ვებ-გვერდ BFM.GE-ს მომხმარებლებმა ისინი 2020 წლის ადამიანებად მიიჩნიე, მათი ღვაწლი აღიარეს და მათ მიმართ მადლიერება გამოხატეს. წლის ადამიანთა სამეულში მეორე პოზიციაზეა მეცენატი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მესამე, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 

გამოკითხვის თითოეული მონაწილე ასახელებდა წლის სამ საუკეთესო პიროვნებას, რომლებმაც საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ქულების შეჯამების შემდეგ დადგინდა გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ათეული. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებს უნდა დაესახელებინათ ადამიანები მათი ღვაწლის დადებითი ან უარყოფითი შეფასებისგან დამოუკიდებლად. მთავარი პირობა იყო მათი როლის მნიშვნელობა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ზემოქმედების ხარისხი.

 

ტრადიციულად გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა გაზეთის საახალწლო ნომერში.

 

წლის ადამიანთა საბოლოო სიაში პიროვნებები დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო, მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების.

 

1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ:

 

  • ედუარდ შევარდნაძე
  • ნინო ანანიაშვილი
  • გიორგი კანდელაკი
  • ილია II (შვიდჯერ)
  • მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ)
  • ზურაბ ჟვანია
  • გიგა ბოკერია
  • ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ)

თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე მოხალისეები

  • ლაშა ტალახაძე
  • სალომე ზურაბიშვილი
  • ვაჟა გაფრინდაშვილი

წლევანდელ ათეულში ვერ მოხვდნენ ბიზნესმენები, ბანკირები და მეწარმეები, რომელთა არარსებობა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში დასანანია და იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ბიზნესი ქვეყანაში მოვლენათა განვითარებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ ზეგავლენას ვერ ახდენს.

 

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ წლევანდელი გამოკითხვის ფავორიტების ათეულს.


 


1. გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები – გიორგი ჩაფიჩაძე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ჭიათურელი ექიმი, ქირურგი, , შვიდი შვილის მამა, რომელიც მერვე შვილს ელოდება. იგი არ გასულა მთელი კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესში საავადმყოფოდან, გარდა უქმე დღეებისა. დაავადდა კოვიდით, განიკურნა და დღემდე აგრძელებს პაციენტების მკურნალობას.

მასთან ერთად, წლის ადამიანებად ვაცხადებთ ყველა ექიმს, ცნობილი სამეულით დაწყებული, რიგითი სანიტრებით დამთავრებული. ყველა ისინი 2020 წლის ადამიანები არიან და მათი სახე, ჩვენი აზრით, გიორგი ჩაფიჩაძეა.




2. ბიძინა ივანიშვილი – 100 მილიონი ლარი ჩარიცხა კოვიდთან ბრძოლის ფონდში. ქალაქს გადასცა იპოდრომი, სადაც დაიწყო თბილისის მთავარი პარკის მშენებლობა. ფუნქციონირება დაიწყო მის მიერვე დაფინანსებულმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. წელსაც განსაზღვრავდა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ვექტორს და მიმართულებას. უმძიმეს ბრძოლაში შეინარჩუნა ძალაუფლება.



3. ნიკა გვარამია – „რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ, უმოკლეს ვადაში შეძლო ახალი ტელევიზიის, საკმაოდ რეიტინგული ტელეკომპანიის – „მთავარი“ დაფუძნება. ის არის ქართული ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი და მენტორი. ენმ-ს 27%-ის და „ნაციონალური“ ოპოზციის მიერ ნაჩვენებ შედეგებში, უმნიშვნელოვანესია  მისი დამსახურება. თანმიმდევრული, შესაძლოა რადიკალური, მაგრამ უკომპრომისო იყო თავის ხედვებსა და ნაბიჯებში.



4. უგურ შაჰინი – თურქული წარმომავლობის გერმანელი მეცნიერი. შეჭირვებული მსოფლიოს დასახმარებლად შექმნილი, კოვიდის პირველი ვაქცინის შემქმნელი (Pfizer Biotech-ის ვაქცინა).




5. კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი საქართველოში. იტვირთა ურთულესი მისია. ცდილობს უგუნურების ტოტალურ აღლუმში რაციოს შეტანას. აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელია, ამიტომაც გამალებით ესხმიან თავს. ჯერჯერობით ღირსეულად დგას თავისი ქვეყნის და საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე.



6. ემა ტუხიაშვილი – „პალიტრა ტვ“-ის ჟურნალისტი, რომელიც ბოლო წლების მედიის პოლარიზების, პოლიტიზებულობის და ტენდენციურობის ფონზე ცდილობს იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. საინტერესო ყოველდღიური თოქშოუს წამყვანი.



7. ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, ახალგაზრდა მეცნიერი, ლექტორი. ჯერჯერობით გაუძლო პოლიტიკაში წასვლის ცდუნებას. ამ წელსაც გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით და პრინციპულობით.



8. კატო ფიფია – 17 წლის მოჭადრაკე, მოსწავლეთა შორის ჭადრაკში (ონლაინ ჩემპიონატი) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იმედია, ღირსეულად გააგრძელებს დიდი ქართველი მოჭადრაკე ქალების ტრადიციებს.



9. გიორგი შერმადინი – კალათბურთელი. ლამის ერთადერთი სახეობა, გუნდურ თამაშებში, რომელიც 2020 წელს წარმატებული იყო. ამ წარმატებაში შერმადინმა ლომის წილი დაიდო, წარმატებულია ესპანურ კლუბშიც („ტენერიფეში“), სადაც თამაშის კლასით და შედეგიანობით გამოირჩევა.




10. ხვიჩა კვარაცხელიაფეხბურთელი. ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომ არა მისი კოვიდით დაიფინცირება, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე არ აღმოჩენილიყო. მეტიც, შეიძლება ეს სეზონი აღმასვლის დასაწყისიც გამხდარიყო. ყველას გვეიმედება. სამომავლოდ ყველას გვეიმედება.


bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up