“ბანკები და ფინანსების” გამოკითხვა: მკითხველთა 69% ონლაინ-კრდიტების აკრძალვას ითხოვს

“ბანკები და ფინანსების” გამოკითხვა: მკითხველთა 69% ონლაინ-კრდიტების აკრძალვას ითხოვს

access_time2016-02-09 10:21:27

“ონლაინ სესხები უნდა აიკრძალოს” – ასე უპასუხა გაზეთ "ბანკები და ფინანსების" გამოკითხვაში – “როგორ უნდა რეგულირდებოდეს ონლაინ–სესხები?”, – მონაწილე პირების უმრავლესობამ.

 

ონლაინ-სესხების პოპულარობის ზრდასთან ერთად ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. ექსპერტულ წრეებში უკვე აქტიურად განიხილავებ ამ დარგის რეგულირების საკითხს.


“ბანკები და ფინანსები” გამოეხმაურა აღნიშნულ პრობლემას და საკუთარ ვებ–გვერდზე www.BFM.ge ჩაატარა გამოკითხვა, – როგორ უნდა რეგულირდებოდეს ონლაინ–სესხები? გამოკითხვა გაგრძელდება 2016 წლის 28 იანვრიდან 6 თებერვლამდე, პრინციპით ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 2102 მოქალაქემ მიიღო.


კითხვაზე “როგორ უნდა რეგულირდებოდეს ონლაინ–სესხები?”, ხმები ასე გადანაწილდა:

არ უნდა რეგულირდებოდეს – 5% (95 ხმა);

უნდა დაარეგულიროს ეროვნულმა ბანკმა – 26% (556 ხმა);

უნდა აიკრძალოს – 69% (1451 ხმა);



გამოკითხვის შედეგებით მოსახლეობის 69% ამ ბიზნესის საერთოდ გაუქმების სურვილს გამოთქვამს. საინტერესოა, რამ თუ გავითვალისწინებთ, ონლაინ-სესხების საკრედიტო პროცენტებს ნათლად გამოჩნდება, თუ რამ გამოიწვია საზოგადოებაში ამ სფეროსადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება.


“ბანკები და ფინანსებმა” განიხილა რამდენიმე ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციის პირობები, თუ რა პროცენტიანი სესხით უწევთ მომხმარებლებს საეგებლობა 600 ლარის სესხის 30 დღიანი პერიოდით აღების შემთხვევაში. სესხის აღებისას პირველ ჯერზე თანხის ოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად 600 ლარის კრედიტის ამღები მინიმუმ მეორედ ან/და მესამედ უნდა სარგებლობდეს ამ პროდუქტით.


რამდენიმე ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციის მაგალითის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 600 ლარიანი, 30 დღიანი სესხის შემთხვევაში წლიუეი განაკვეთები 450%–დან 872.84%–მდე აღწევს.


აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სეხი რეკლამირდება, როგორც 0%-იანი კრედიტი.

“ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აფასებს:


“მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია იმ პრობლემებისგან, რაც ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებმა შეუქმნა ქართულ საზოგადოებას. გამომდინარე იქიდან, რომ სეხებს გასცემენ ძალიან ძვირად, ჯარიმები და საურავებიც, ასევე არაადეკვატურად მაღალი აქვთ. მესმის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, თუმცა მსგავს ორგანიზაციებთან ურთიერთობას მაქსმიალურად უნდა ვერიდოთ. ვცდილობ, ჩემს ირგვლივ ყველა გავაფრთხილო, რომ არ ისარგებლონ ონლაინ-სესხების მომსახურებით.


ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობას ქვეყანაში არცერთი კანონი არ არეგულირებს, შესაბამისად მათ საქმიანობაში სრული თავისუფლება ენიჭებათ. თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დააწესოს საპროცენტო განაკვეთი, რაც ხშირად გაუაზრებლად მაღალ ნიშნულებს აღწევს. სამწუხაროდ, არ არსებობს ონლაინ-სესხების შემოსავლების ან/და ბრუნვის სტატისტიკა. “აფბას” აგრძელებს ამ სფეროს შესწავლას და უახლოეს მომავალში შესთავაზებს საზოგადოებას საკუთარ რეკომენდაციებს. საჭიროა ამ სფეროს რეგულირება, ამ მხრივ რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება, თუნდაც, რომელიმე ევროპული ქვეყნის მაგალითის გადმოღებაც. ფაქტია, რომ ასე გაგრძლება არ შეიძლება”, – განაცხადა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის საკრედიტო ორგანიზაციები მკაცრი რეგულაციების ქვეშ არიან. მაგალითად, ლიტვასა და ლატვიაში მათზე ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს. ცოტა ხნის წინ ლიტვაში მოქმედი სწრაფი სესხების კომპანიებს შორის უმსხვილესს, – 4finance-ს, რომელიც იყენებს სავაჭრო მარკებს SMSCredit-სა და Vivus-ს კრედიტების გაცემა აეკრძალათ.

 

“ჩვენ მივიღეთ უმკაცრესი ზომები 4finance-ს მიმართ, რაც გამოწვეული იყო რეგულაციების დარღვევითა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული ინსტრუქციების შეუსრულებლობით. დარღვევები ძირს უთხრის ნდობას ფინანსური სისტემების და ამ სისტემების შემადგენელი ნაწილების მიმართ. სწორედ ამიტომ, SMSCredit-სა და Vivus-ს არ მიეცათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. ეს მდგომარეობა გაგრძელდება სამომავლოდაც”, – აცხადებს ლიტვის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის სამსახურის დირექტორი, ვიტაუტას ვალვონისი.


2015 წელს ლიტვის ცენტრალურმა ბანკმა 4finance-ის სათაო ოფისი 362 000 ევროთი დააჯარიმა. იგივე კომპანია 2013 წელს 45 000 ევროთი დაჯარიმდა.



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up