"ბანკები და ფინანსები": ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის მწვავე დეფიციტია

access_time2017-07-22 14:00:50

 

 

საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ქონება დაზღვეული არ იყო, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. წლების განმავლობაში დაზღვევის სფეროს სპეციალისტები საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის კულტურა.

 

დაზღვევის საქმის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ვერ ხდება  სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მეორე მხრივ კი, საქართველოში ვერა და ვერ ამუშავდა დაზღვევის ცივილიზებური ფორმა და დღესაც მოვაჭრეების უმრავლესობა მსგავსი დარტყმის წინაშე დაუზღვეველი დგას.

 

დაზღვევის სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სავალდებულო დაზღვევის არც ერთი სახეობა არ მოქმედებს. შედეგად, მთავრობის ინიციატივით, “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ” კანონპროექტი შემუშავდა და ის უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი.

 

თუმცა, აღნიშნული კანონის მიღებამდე 2 ივნისს კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა. ხანძრის შედეგად ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე  სამსართულიანი შენობის ნაწილი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.

 

გთავაზობთ, ბოლო 5 წლის განმავლობაში დამწვარი სავაჭრო ობიექტების მცირე ჩამონათვალს.

 

1 – ხანძარი ლილოს ბაზრობაზე – 2012 წლის 15 ნოემბერს ლილოს ბაზრობის ტერიტორია დაიწვა. განადგურდა, დაახლოებით, 30-მდე საბაჭრო ობიექტი

2 – ხანძარი სავაჭრო ცენტრ “საბაში” – 2013 წლის 26 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 5 000-7 000 კვ.მ. ფართობი დაიწვა.

3 – ხანძარი სენაკის ბაზრობაზე – 2014 წლის 25 აგვისტოს გაჩენილმა ხანძარმა 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია გაანადგურა, დაიწვა დაახლოებით, 250-მდე მოვაჭრის საქონელი.

4 – ხანძარი ბოშათა ბაზრობაზე – 2014 წლის 16 სექტემბერს, სადგურის მოედანზე ე.წ. “ბოშათა ბაზრობა” დაიწვა, ხანძრის შედეგად დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობი დაიწვა.

5 – ხანძარი ხოფას ბაზრობაზე – 2014 წლის 7 დეკემბერს ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 მოვაჭრე.

6 – ხანძარი ელიავას ბაზრობა – 2014 წლის 27 დეკემბერს ელივას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ბაზრობის ნაწილი დაიწვა.

7 – ხანძარი ისნის ბაზრობაზე – 2015 წლის 21 იანვარს ისნის ბაზრობას ცეცხლი მოედო, რის შედეგადაც 15-მდე მაღაზია დაიწვა.

8 – ხანძარი ელიავას ბაზრობაზე – 2015 წლის 4 აგვსიტოს ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა.

9 – ხანძარი შავ ბაზრობაზე – 2016 წლის 2 აგვსიტოს ზესტაფონის ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, თითქმის მთელი ბაზრობა დაიწვა.

10 – ხანძარი ბავშვთა სამყაროს შენობაში – 2017 წლის 29 იანვარი. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დაიწვა. ათეულობით ადამიანი დაზარალდა.

 

 

ბოლო პერიოდში გახშირებულმა შემთხვევებმა გაზარდა თუ არა მიმართვიანობა სადაზღვევო კომპანიებში ქონების და მარაგების დაზღვევაზე?

 

 


სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”

 

“ქონების და მარაგების დაზღვევის პოლისების ზრდა ქვეყანაში მსხვილი ბიზნესების ხარჯზე ხდება”-ამის შესახებ განცხადებას სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, ქონების დაზღვევის პოლისების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10 პროცენტითაა გაზრდილი. ზრდა კი მსხვილი ბიზნესების ხარჯზე ხდება.

 

“ქონების დაზღვევა ერთ-ერთი იაფი სახეოებაა. მაგალითისთვის, 10 000 ლარიანი ქონების დაზღვევა წლიურად 200-300 ლარი ჯდება. თვეში დაახლოებით, 8-10 ლარი. ამაზე ვერავინ იტყვის იმას, რომ ძვირია. უბრალოდ, ცნობიერების პრობლემაა. მსხვილი ბიზნესი მიხვდა, რომ დაზღვევა მისი ბიზნესისთვის რისკის მართვის მთავარი საშუალებაა. რაც შეეხება მცირე ბიზნესებს და ინდ.მეწარმეებს, მომართიანობა ამ სეგმენტში ძალიან დაბალია. მაღალი მოცვა რეგულაციების გარეშე შეუძლებელია. ევროპამ და განვითარებულმა ქვეყნებმა ეს ნაბიჯი 50 წლის წინ გადადგეს. პრობლემები მათთანაც იყო. სავალდებულო სახეობები იმიტომ შემოიღეს, რომ დაზღვევის ცნობადობა და მოცვა გაზრდილიყო”-აცხადებს ბარათაშვილი.

 

“ალდაგის” გენერალური დირექტორი “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ კანონპროექტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” სამუშაო პროცესში ჩართულია. ბარათაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი კანონი, რომლის დროსაც სადაზღვევო კომპანიები შექმნიან ისეთ დივერსფიცირებულ პორტფელს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადააზღვევენ. “ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომ ქვეყნიდან რისკის გარეთ გატანა მოხდეს” -აცხადებს ბარათაშვილი.

 

მისი მტკიცებით, ქვეყანაში ქონების სავალდებულო დაზღვევის შემოღება დაზღვევის კულტურას აამაღლებს.

 

 

სადაზღვევო კომპანია “არდი”

 

ქონების დაზღვევის ნაწილში დაახლოებით 5-10 პროცენტიანი ზრდაზე საუბრობს სადაზღვევო კომპანია “არდის” ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც. მისი განმარტებით, ეს მექანიკური ზრდაა. ჯაფარიძის მტკიცებით, მოსახლეობაში სადაზღვევო კულტურის ამაღლების მხრივ რაიმე გარდატეხა არ მომხდარა.

 

მისი განცხადებით, ქონების სავალდებულო დაზღვევაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც სტიქია ან ხანძარი ხდება. გადის პერიოდი და დაზღვევის თემა ისევ ყველას ავიწყდება.

 

“მაგალითისთვის, შეიძლება 2013 წლის 26 თებერვალს სავაჭრო ცენტრ “საბაში” გაჩენილი ხანძარიც გავიხსენოთ. ამ შემთხვევის შემდეგ მოვაჭრეების ნაწილმა ქონება დააზღვია, თუმცა, როდესაც სიტუაცია ჩაცხრა, დაზღვევაზეც უარი თქვეს”, – აცხადებს ჯაფარიძე.

 

 

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი”

 

შედარებით სხვა ვითარებაა სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდიონგში”. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი განმარტავს, რომ “ჯიპიაი ჰოლდინგმა” მცირე და საშუალო მეწარმეთა დაზღვევის პროგრამა 2017 წლის თებერვალში, ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შემდეგ გამოაცხადა და მეწარმეებს ქონებისა და მარაგების დაზღვევის პოლისის ღირებულების 50%-იანი თანადაფინანსება შესთავაზა.

 

სტამბოლიშვილის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონებისა და მარაგების დაზღევაზე მომართვიანობა გაიზარდა.

 

“ძირითადი ბარიერი მცირე მეწარმეებში ინფორმაციის ნაკლებობაა.თუმცა, აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით ვცდილობთ, მეწარმისთვის ეს სერვისი მიმზიდველი გავხადოთ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე დაახლოებით 1,000 მეწარმე ჩაერთო”-აცხადებენ “ჯიპიაი ჰოლდინგში”.

 

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 2017 წლის პირველი კვარტალში 143,8 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 13,2 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, მოზიდული პრემიიდან ყველაზე დიდი წილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის – 84,46 მლნ ლარი, მეორე ადგილზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 23,70 მლნ ლარი, მესამე – ქონების დაზღვევა – 12,42 მლნ ლარი, მეოთხე – სიცოცხლის დაზღვევა – 6,88 მლნ ლარი, მეხუთეზე კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 3,95 მლნ ლარი.

 

2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე რეგისტრირებულია 15 სადაზღვევო კომპანია, 14 მათგანი ფლობს როგორც სიცოცხლის, ასე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 

 

საქართველოს დაზღვევის ასოციაცია

 

“საქართველოს დაზღვევის ასოციაციის”  ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებში მიმართიანობა ქონებასა და მარაგების დაზღვევაზე არ გაზრდილა. “გავრცელებული იყო ერთ-ერთი მოვაჭრის კომენტარი. “რატომ უნდა დამეზღვია, ხომ არ ვიცოდიხანძარი რომ მოხდებოდაო” -ეს მენტალიტეტია. ამიტომ შემოაქვს მთავრობას სავადლებულო დაზღვევა, რადგან იციან, რომ ადამიანების ტრადიციებში, კულტურაში და ბიზნეს პროცესში არ დევს დაზღვევა”-აცხადებს ხეჩინაშვილი.

 

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, წინა შემთხვევისას  პოლისით  თუ არცერთი სარგებლობდა,  ახლა ქონება და ბიზნესი 57 %-ს, 30-დან 17-ს ჰქონდა დაზღვეული.

 

გიორგი გიგოლაშვილი სავალდებულო დაზღვევის საჭიროებაზე საუბრობს. გიგოლაშვილი დაბალ პენეტრაციას  ინფორმაციის სიმწირეს არ უკავშირებს. მისი თქმით, ეს ადამიანური აზროვნების ინერტულობა უფროა, ვიდრე არაინფორმირებულობა.

 

 

 




“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up