ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ “თიბისისთან შედარებით 110 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ “თიბისისთან შედარებით 110 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო

access_time2019-02-12 11:00:33

ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2017 წლის მონაცემების მიხედვით, ბანკების სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა და სწორედ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მიღებული პროცენტებია ბანკების შემოსავლის ძირითადი წყარო.


2017 წელს „თიბისი ბანკის“ სასესხო პორტფელის უდიდესი წილი — 49% ფიზიკურ პირებზე მოდის, „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაშიც, 55,6%, ანუ სესხების უდიდესი ნაწილი, ფიზიკურ პირებზეა გაცემული.


2018 წლის მონაცემებით გაზრდილია  ეკონომიკის დაკრედიტება და 26.16 მლრდ ლარს შეადგენს. ბანკების საკრედიტო პორტფელის დეტალური სტრუქტურა ჯერჯერობით ცნობილი არა არის, თუმცა, სავარაუდოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები საკრედიტო პორტფელში კვლავ მნიშვნელოვანი წილით იქნება წარმოდგენილი, რადგან, 2018 წლის მაჩვენებლებით, ბანკების საპროცენტო შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავლებია.


„თიბისი ბანკი“ 


2018 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს ყველაზე მეტი მოგება ,,თიბისი ბანკმა” მიიღო  კომპანიას 361 მილიონი ლარის წმინდა მოგება აქვს. ამასთან, ,,თიბისი ბანკის” საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი მოცულობით ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი გამოირჩეოდა - ამ შემოსავალმა 612 445 856 ლარი შეადგინა.


2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თიბისი ბანკის“ სასესხო პორტფელი 16.2%-ით — 8,5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. სასესხო პორტფელის უდიდესი წილი — 49% ფიზიკურ პირებზე მოდის, 29% უჭირავთ კორპორატიულ კლიენტებს, მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის დაკრედიტებამ კი 1,8 მილიარდი ლარი და მთლიანი სასესხო პორტფელის 22% შეადგინა.





„საქართველოს ბანკი“


2018 წელს, “თიბისის” შემდეგ, მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “საქართველოს ბანკს” აქვს, მისმა წმინდა მოგებამ 2018 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს 342 848 590 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი 722 039 886 ლარი იყო .



„საქართველოს ბანკმა“ 2017 წელს კლიენტებზე ჯამში 7,7 მილიარდი ლარის სესხი გასცა, აქედან ფიზიკურ პირებზე 4,2 მილიარდი ლარი გაიცა, რაც მთლიანი სასესხო პორტფელის 55,6%-ია. 3,4 მილიარდი ლარი კი კერძო კომპანიებზეა გაცემული.





„ლიბერთი“ ბანკი


2018 წლის მონაცემებით, მოგების მაჩვენებლით, ,,ლიბერთი” ბანკი მესამე ადგილზეა, მისი წმინდა მოგება 52 001 428 ლარი იყო. ამავე პერიოდში ბანკმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან 237 673 327 ლარი მიიღო.


2017 წელს „ლიბერთი“ ბანკმა 866, 551 მლნ ლარი გასცა, აქედან 99,5% ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდის.





“ბაზისბანკი”


“ბაზისბანკმა” 2018 წლის მეოთხე კვარტალი 35 230 140 ლარიანი მოგებით დაასრულა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან “ბაზისბანკმა” 30 618 105 ლარი მიიღო.


“ბაზისბანკმა” 2017 წელს 774,251 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა, ბიზნესზე 2017 წელს 162 მილიონი ლარის სესხი გაიცა, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები კი 157 მილიონ ლარს და საკრედიტო პორტფელის 20%-ს შეადგენდა.



„ვითიბი ბანკი ჯორჯია“


“ვითიბი ბანკის” წმინდა მოგებამ, 2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, 30 734 954 ლარი შეადგინა და ბანკმა ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში “ვითიბი ბანკმა ჯორჯიამ“ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან 59 015 924 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.



„ვითიბი ბანკმა“ 2017 წელს ჯამში 981,802 მლნ ლარი გასცა სესხის სახით. აქედან 45.1%  ფიზიკურ პირებზე, ხოლო 53,5% კი ბიზნესზეა გაცემული.






მარიამ ტიტვინიძე






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up