თიბისი ბანკის  წმინდა მოგება 2018 წელს 19.4%-ით გაიზარდა  - რა შედეგით დაასრულეს გასული წელი “ქართუმ“, “პაშა ბამკმა და ჰალიკ ბანკმა

თიბისი ბანკის წმინდა მოგება 2018 წელს 19.4%-ით გაიზარდა - რა შედეგით დაასრულეს გასული წელი “ქართუმ“, “პაშა ბამკმა და ჰალიკ ბანკმა

access_time2019-10-02 16:00:45


 ფინანსთა სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ანგარიშგების პორტალზე  ბანკების ნაწილმა  2018 წლის წინასწარი ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. რა მაჩვენებლებით დაასრულა  თიბისი ბანკმა, ბანკი ქართუმ,  პაშა ბანკმა და  ჰალიკ ბანკმა გასული წელი   ინფორმაცია “კომერსანტმა“ მოიძია. 



ანგარიშის მიხედვით თიბისი ბანკის  წმინდა მოგებამ 2018 წელს 433.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.4%-ით მეტია, 2017 წელს თიბისი ბანკის წმინდა მოგება 362,781 მილიონ ლარს შეადგენდა.  საშუალო კაპიტალზე უკუგებამ კი 22.7% შეადგინა,

 

წმინდა საპროცენტო შემოსავალი მთელი წლისთვის შეადგენდა 770.6 მილიონ ლარს, რაც 169.0 მილიონი ლარით, ან 28.1%-ით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს. აღნიშნული წარმოადგენს საპროცენტო შემოსავლის 24.1%-იან და საპროცენტო ხარჯის 18.6%-იან ზრდას, შესაბამისმა რიცხვობრივმა ნამატმა კი შეადგინა 249.5 მილიონი ლარი და 80.5 მილიონი ლარი.


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საპროცენტო შემოსავლების ზრდა ძირითადად გამოიწვია სესხების პორტფელის ზრდით და შეადგინა 1,819.4 მილიონი ლარი ან 21.3%-ით და 0.2 pp-ით გაზრდილმა სესხების ეფექტურმა განაკვეთმა.


თიბისი ბანკის წმინდა საკომისიო შემოსავლები მთელი წლისთვის 156.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 31.7 მილიონი ლარით, ან 25.4%-ით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ წმინდა საკომისიო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის ძირითადი მიზეზები გახდა ზრდა წმინდა საკომისიო შემოსავალში პლასტიკური ბარათებიდან და ანგარიშსწორების ოპერაციდებიდან 14.0 მილიონი ლარით, ან 38.7%-ით და 9.7 მილიონი ლარით, ან 18.6%-ით შესაბამისად.

 

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხების პორტფელი გაიზარდა 21.3%-ით და 10.372.6 მილიონ ლარს მიაღწია. საბალანსო ზრდის კუთხით თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელი წინა წელთან შედარებით 21.3%-ით გაიზარდა. ხოლო უცხოურ ვალუტაში ვაჭრობის შედეგად თიბისი ბანკის მიღებულმა წმინდა მოგებამ 91,678 87,099 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

2018 წელს წმინდა მოგება გაუნახევრდა ბანკი ქართუს თანხამ 26,204 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა 2017 წელს 49,718 იყო. 2018 წელს ბანკი ქართუს ასე შეუმცირდა საპროცენტო შემოსავალი, თანხამ  91,686 ლარი შეადგინა, 2017 წელს თანახა 99,520 ლარი იყო. წმინდა საკომისიო შემოსავლები მთელი წლისთვის 6,803 ლარს შეადგენდა.

 

 

2018 წელს წმინდა მოგება გაუნახევრდა  პაშა ბანკი საქართველოს, თანხამ 2,573,989 ლარი შეადგინა.2017 წელს ბანკის წმინდა მოგება 4,007,242 ლარი იყო.


2018 წლის 16 აპრილს, აქციონერთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება არ გაენაწილებინა დივიდენდების სახით 2017 წლის წმინდა მოგება 4,007,242 ლარის ოდენობით.

 

საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან  2018 წელს ბანკში 13,791,525 იყო, ხოლო 2017 წელს თანხამ 10,833,677 ლარი შეადგინა.


პაშა ბანკმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 50,017 ლარის სარგებელი ნახა, ეს თანხა წინა წელთან შედარებით საგრძნობლადაა შემცირებული 2017 ჯარიმებიდან და საურავებიდან  ბანკმა 166,427 ლარი მიიღო.

 

2018 წელს ჰალიკ ბანკმა ფიზიკურ პირებზე 115,818 ლარი გასცა, ეს თანხა 2017 წლის მონაცემთან შედარებით 31 820 ლარით მეტია.  კლიენტებზე გაცემული სესხების ოდენობამ ჯამში 401,091 ლარი შეადგინა.


2018 წელს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების რაოდენობამ 292,596 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წელს გაცემული სესხების ოდენობა 249,164 ლარი იყო.


2018 და 2017 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკმა თავისი კაპიტალის 5%-ზე მეტი ოდენობის სესხები გასცა. ჰალიკ ბანკის საკომისიო შემოსავლებმა 2018 წელს 1,618 ლარი შეადგინა, ეს თანხა 2017 წელს 4,356 ლარი იყო.


ეროვნული ბანის მონაცემებით საქართველოში 15 ბანკი ოპერირებს. 15 ბანკიდან 2018 წლის ანგარიშგება  ჯერჯერობით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ 4 ბანკს აქვს შევსებული.


ბაჩო ადამია




ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...


მსგავსი სიახლეები

up