ბანკ „რესპუბლიკის“ სტიპენდიით ქართველი სტუდენტი საფრანგეთის უნივერსიტეტში ისწავლის

ბანკ „რესპუბლიკის“ სტიპენდიით ქართველი სტუდენტი საფრანგეთის უნივერსიტეტში ისწავლის

access_time2016-06-15 17:18:11

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანტუან გაბიზონმა ბანკის სათავო ოფისში ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც ქართველი სტუდენტი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიით საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტში ისწავლის. ბანკის მხარდაჭერით შარშან საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტ Université Paris 1-ში სასწავლებლად გაემგზავრა საერთაშორისო ბიზნესსამართლის სტუდენტი გვანცა ჩადუნელი.


საფრანგეთის მთავრობისა და ბანკ რესპუბლიკის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ბანკ რესპუბლიკის მიერ შეირჩა კანდიდატი გიორგი გოლიაძე. გიორგიმ სკოლა ქალაქ ქობულეთში დაამთავრა, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. წელს გიორგი ჩაირიცხა მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო მენეჯმენტის განხრით რენის მენეჯმენტის სკოლაში. სტიპენდია მას სწავლისა და საფრანგეთში ცხოვრების ხარჯების დაფარვაში დაეხმარება.


ანტუან გაბიზონი, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი: „ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალურ განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა ფრანგულ ინსტიტუტთან სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება საფრანგეთში, ისწავლონ საერთაშორისო გარემოში და შეიძინონ ახალი უნარები.


მიხარული ვართ, რომ ახალგაზრდა თაობას ხელს ვუწყობთ თავიანთი გრძელვადიანი ამოცანების შესრულებაში.“



ბანკ „რესპუბლიკის“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, იყოს მთლიანად კლიენტთა საჭიროებებზე ორიენტირებული სანიმუშო ბანკი პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტილებებით, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის დაფინანსებას. ის ახორციელებს და ასპონსორებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროექტს. ბანკის სოციალური მიმართულება მნიშვნელოვანწილად ხელოვნებისა და განათლების სფეროების, ასევე ფრანგულ-ქართული ურთიერთობების მხარდაჭერას და ფილანთროპიას ეთმობა.

 

ბანკი „რესპუბლიკა“

 

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს საქართველოს მასშტაბით 40 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ბანკ „რესპუბლიკის“ 1 000–მდე თანამშრომელი 225,000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. www.br.ge; https://www.facebook.com/bankrepublic.ge; http://www.linkedin.com/company/bank-republic


 ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“

 

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

 

www.societegenerale.com



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up