Bank of America საათობრივ ანაზღაურებას 25 დოლარამდე ზრდის

Bank of America საათობრივ ანაზღაურებას 25 დოლარამდე ზრდის

access_time2021-05-19 14:30:00

Bank of America (BAC) 2025 წლისთვის აშშ-ში დასაქმებული თანამშრომლებისთვის საათობრივ ანაზღაურებას 25 დოლარამდე გაზრდის. ამის შესახებ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


„ეს წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად დაგვიჯდება, მაგრამ ამას, როგორც ინვესტიციას, ისე ვუყურებთ,“ - განუცხადა ტელეკომპანია CNN-ს ამერიკის ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან მოინიჰანმა.


მისი თქმით, ბანკი „გუნდის წევრებს მაღალი დონის ცხოვრებში“ ეხმარება. ამასთან, მაღალი ხელფასი თანამშრომლებს „კარიერული წინსვლის განწყობას“ შეუქმნის და მათი ლოიალურობის წინაპირობაც იქნება, რაც აქციონერებისთვის „ამ ინვესტიციიდან მიღებული მოგებაა.“ გენერალური დირექტორი ხაზგასმით შენიშნავს, რომ მთავარია, ისეთმა მსხვილმა კომპანიამ, როგორიცაა Bank of America, სტანდარტები დააწესოს და თავის წარმატება საბანკო სექტორს გაუზიაროს.


Bank of America მინიმალურ სამუშაო ანაზღაურებას პირველად არ ზრდის. 2017 წელს მან საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარამდე გაზარდა, ხოლო 2019 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო 2 წელიწადში ამ დონეს 20 დოლარამდე აწევდა, რაც გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ადრე განახორციელა. ხელფასის ზრდა 200 000-ზე მეტ თანამშრომელს შეეხო.



CNN-ის შეფასებით, ბანკის გადაწყვეტილება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია საერთო ეროვნული ამოცანისკენ, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ გამოცხადდა და მინიმალური ფედერალური საათობრივი ხელფასის 15 დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა 28 აპრილს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ამ ამოცანას კიდევ ერთხელ გაუსვა ხასი. გასულ თვეს ბაიდენმა, ასევე, ხელი მოაწერა ბრძანებულებას ფედერალური კონტრაქტორი კომპანიებისთვის, რომელთაც 2022 წლისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ამჟამინდელი 10,95-დან 15 დოლარამდე გაზრდა დაევალათ.


გარდა იმისა, რომ ხელფასებს ზრდის, Bank of America თავის გამყიდველებსა და მიმწოდებლებს მათი თანამშრომლებისთვის საათობრივი ხელფასის მინიმუმ 15 დოლარამდე მომატებას მოთხოვს. ეს შეეხება Bank of America-ს 2000 მიმწოდებელ ფირმასა და მათ 43 000 თანამშრომელს. ბრაიან მოინიჰანის თქმით, ბანკის მიმწოდებელთა 99% თანამშრომლებს საათობრივად სულ ცოტა 15 დოლარს უკვე უხდის.


CNN-ის ცნობით, ხელფასებს სხვა ბანკებიც ზრდიან, „თუმცა არა ასე აგრესიულად“. მაგალითად, JPMorgan Chase (JPM)-მა 2018 წელს განაცხადა, რომ 22 000 თანამშრომლისთვის საათობრივ ანაზღაურებას 15-დან 18 დოლარამდე გაზრდის მათი საცხოვრებელი ადგილის ფასების მიხედვით. მაგალითად, ვაშინგტონში ბანკმა ხელფასის 18 დოლარამდე გაზრდა დაივალდებულა. 2019 წელს მინიმალური საათობრივი სამუშაო ანაზღაურება15 დოლარამდე Citigroup-მაც გაზარდა.


BPN.GE



თეგები:
Bank of America



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up