Bank of America Merrill Lynch-ი ნავთობის ფასის 30 დოლარამდე კლებას პროგნოზირებს

Bank of America Merrill Lynch-ი ნავთობის ფასის 30 დოლარამდე კლებას პროგნოზირებს

access_time2019-06-26 21:25:12

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფარგლებში, ჩინეთი საკუთარი ვალუტის გაუფასურებას დაიწყებს, დაიწყება პროცესების ჯაჭვი, რომლის შედეგადაც, ნავთობის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით, 30 დოლარამდე დაიკლებს - ასეთ პროგნოზს აქვეყნებს Bank of America Merrill Lynch-ი.


მალე ოსაკაში, G20-ის სამმიტზე, შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და სი ძინპენის შეხვედრა შედგება. მასზე მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის არსებულ დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობას განიხილავენ და პოზიციების დაახლოებას ეცდებიან.


Bank of America Merrill Lynch-ის გლობალური სასაქონლო ბაზრის ანალიტიკოსთა ჯგუფის შეფი ფრანცისკო ბლენჩი ამბობს, რომ თუ ტრამპი ჩათვლის, რომ შეხვედრამ სასურველი შედეგი ვერ მისცა, 300 მილიადი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს გაზრდის.



ჩინთის მხრიდან, ამაზე ერთ-ერთი შესაძლო პასუხი შეიძლება გახდეს იუანის დასუსტებისთვის ხელის შეწყობა. ამ შემთხვევაში, ჩინეთის შიდა ბაზრისთვის ნავთობი გაძვირდება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასი დოლარში განისაზღვრება. ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მომხმარებელია და ნედლეულის გაძვირება, იქ მოთხოვნის კლებას და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე, მიწოდების სიჭარბეს გამოიწვევს.


ბლენჩი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთის საპასუხო ქმედება შესაძლოა, გახდეს ნავთობის ირანისგან შესყიდვა, რომელიც ბაზრიდან აშშ-ის სანქციების გამო არის გარიყული. თუმცა ბლენჩი ამ ვარიანტს თავადვე შეუძლებლად მიიჩნევს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, ჩინეთს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთანაც გაურთულდება.


ნვთობის ფასი აპრილის ბოლოდან, დაახლოებით 20 პროცენტით არის შემცირებული, რისი ძირითადი მიზეზი, სწორედ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომია, რაც უარყოფითად აისახება გლობალურ ეკონომიკაზე. ეს ფაქტორი ვერ გადაფარა ვერც ირანის წინააღმდეგ სანქციების სრულად ამოქმედებამ და ვერც OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვამ.


bpn.ge



თეგები:
Bank of America Merrill Lynch



თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up