Bank of America:  „ბოლო 11 წლის მანძილზე,2020 წელი  გლობალური ეკონომიკისთვის შესაძლოა ყველაზე მძიმე იყოს“

Bank of America: „ბოლო 11 წლის მანძილზე,2020 წელი გლობალური ეკონომიკისთვის შესაძლოა ყველაზე მძიმე იყოს“

access_time2020-02-29 20:00:42

„ბოლო 11 წლის მანძილზე,2020 წელი  გლობალური ეკონომიკისთვის შესაძლოა ყველაზე მძიმე იყოს“- ასეთია Bank of America-ს პროგნოზი.ფინანსური ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, მთავარი საფრთხეებია კორონავირუსი, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.

 

 

2020 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდა იქნება ყველაზე სუსტი 2008-2009 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ. სავარაუდოდ,ეს მაჩვენებელი შეადგენს მხოლოდ 2,8%, რაც იქნება ყველაზე დაბალი ზრდა ბოლო 11 წლის მანძილზე.დასამალი ადგილი არ იარსებებს - წერია ბანკის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში.

 

 ექსპერტების აზრით,კორონავირუსის საფრთხე გააგრძელებს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მოხდენას. პირველ რიგში, ეს ეხება ჩინეთს - მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ზრდა 5, 9%-დან 5,2%-მდე უკვე შემცირდა.

 

მსოფლიო ეკონომიკის სისუსტემ განაპირობა არასაკმარისი მდგრადობა ძლიერი შოკის წინაშე. სამწუხაროდ, კორონავირუსი სულ უფრო მეტად წააგავს ასეთ შოკს- მიიჩნევენ Bank of America - ში.

 

ასევე ერთ-ერთი ნეგატიური ფაქტორია აშშ-ს და ჩინეთის სავაჭრო ომი, ამას ემატება პოლიტიკური გაურკვევლობა იაპონიაში და სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში.ჩინეთში შექმნილი პრობლემური მდგომარეობა ნეგატიურად იმოქმედებს მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვებზე. სუსტი ტურისტული ნაკადები ასევე შეამცირებენ ზრდას აზიის ქვეყნებში, სადაც ტრადიციულად  ბევრი ჩინელი ტურისტი ჩადის  - ნათქვამია დოკუმენტში.


 

კორონავირუსის  ლოკალური გამოვლინებები, ისეთები, როგორიცაა დღეს იტალიაში, შესაძლოა განმეორდეს სხვა ქვეყნებში, რაც გამოიწვევს ახალ კარანტინებს, ეს კი არ შეუწყობს ხელს სტაბილურობას და ხვალინდელი დღის რწმენას.

 

თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზრდება, საქმე არ მივა კორონავირუსის მასშტაბურ პანდემიამდე, ხოლო ეკონომიკაში არ იქნება რეცესია.

 

კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეფექტი იქნება მხოლოდ დამამძიმებელი  ფაქტორი, თუმცა, თავად ეკონომიკის ზრდის შენელება გამოწვეულია სხვა მიზეზებით. მათ გავლენას ასევე გააძლიერებს საპრეზიდენტო არჩევნები შტატებში, რომლებიც ჩატარდება 2020 წლის ნოემბერში.

 

მომავალი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც, დემოკრატი-პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში მოსალოდნელია სავაჭრო პოლიტიკის სერიოზული ცვლილება - მიიჩნევენ Bank of America-ს ექსპერტები.

 

შექმნილ სიტუაციაში საინვესტიციო აქტივობა შემცირდება მანამ, სანამ თამაშის წესები გახდება უფრო გასაგები და სტაბილური - ზოგადად კი, ყოველგვარ გაურკვევლობას ყოველთვის მოაქვს გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი.ასევე ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკოს გამკაცრებას, რაც ასევე არ შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.

 

 forbes.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
Bank of America



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up