ბანაკ „ზეთას" ძირითადად ახალგაზრდები სტუმრობენ

ბანაკ „ზეთას" ძირითადად ახალგაზრდები სტუმრობენ

person access_time2016-06-27 13:54:14

ყაზბეგის რაიონის ბანაკ „ზეთას" ძირითადად ახალგაზრდები სტუმრობენ. როგორც „ზეთაში" აცხადებენ, ტურისტების უდიდესი ნაწილი უცხოელებია. მათი ინფორმაციით, სეზონი 1 ივნისს გაიხსნა და აგვისტოს დასაწყისამდე უკვე ადგილები დაჯავშნილია.


ბანაკში ამბობენ, რომ „ზეთას" უცხოელების ყველა ასაკობრივი კატეგორია სტუმრობს, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე. მათი თქმით, ადგილობრივი ტურისტები, განსაკუთრებით შაბათ-კვირას ადიან „ზეთაში", თუმცა, მხოლოდ ახალგაზრდები. საქართველოში ხანშიშესული ადამიანი ძალიან იშვიათად თუ ინტერესდება დასვენებით. უცხოელები კი ყველა კატეგორია დადის, დაწყებული ბავშვით, დასრულებული მოხუცით"-აცხადებენ ბანაკ „ზეთაში".


მათი განცხადებით, ბანაკი „ზეთა" ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთადან 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ადგილზე განთავსებულია 1 სასტუმროს ტიპის კოტეჯი და რამდენიმე კარავი.


რაც შეეხება ფასებს, ერთ ადამიანზე ღამისთევა კოტეჯში სამკაციან ოთახში -45 ლარი ღირს, ექვსკაციან ოთახში-35 ლარი,ღამისთევა კარავში-17 ლარი,ღამისთევა ჯეო-სფეროში (ორკაციანი) -30 ლარი. აქ საუზმე საუზმე-12 ლარი.სადილი-15 ლარი და ვახშამი-20 ლარი ჯდება.



 



ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up