ბალტიის ქვეყნებმა ბელარუსისგან ელექტროენერგიის შეძენაზე უარი თქვეს

ბალტიის ქვეყნებმა ბელარუსისგან ელექტროენერგიის შეძენაზე უარი თქვეს

access_time2020-09-02 23:30:01

ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები შეთანხმდნენ მესამე ქვეყნისგან ელექტროენერგიის შეძენის პირობებზე, რომელიც ითვალისწინებს ბელარუსისგან დენის შეძენაზე უარს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანაში ამოქმედდა ატომური ელექტროსადგური БелАЭС.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი სამივე ქვეყნის - ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ენერგეტიკის მინისტრებმა მოაწერეს.


შეთანხმების ამოქმედების შედეგად კი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მესამე მხარისგან ელექტროენერგიის შეძენა შემცირდება ორჯერ და შეთანხმება იმოქმედებს იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ბალტიის ქვეყნების ელექტროსისტემების სინქრონიზება დასავლეთ ევროპის სისტემასთან, რომელიც 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.



ჯერ კიდევ აგვისტოში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი БелАЭС-ისგან ნიშნავს ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერას. მალევე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინიშმა განაცხადა, რომ ლატვია უარს იტყოდა ბელორუსული დენის შესყიდვასა და გაყიდვაზე, თუ ამოქმედდებოდა ატომური ელექტროსადგური. ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) БелАЭС-ის ამუშავება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნია და 2077 წელს კანონით აკრძალა იმ ენერგიის შესყიდვა, რომელიც ამ აესში გამოიმუშავებოდა. ვილნიუსს განზრახული ჰქონდა ამ ბოიკოტისთვის მიემხრო მეზობელი ქვეყნებიც, თუმცა გადარწმუნება მხოლოდ ახლა შეძლო.


БелАЭС-ის ფიზიკური ჩაშვება - ბირთვული საწვავის პირველ რეაქტორში ჩასხმა - 7 აგვისტოს დასრულდა. სადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი. ბელარუსში აცხადებენ, რომ ლიეტუვის პრეტენზიები პოლიტიკურია და რომ სადგურის უსაფრთხოება უმაღლესი სტანდარტით იქნება დაცული.



BPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up