დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით BALENCIAGA -მ ახალი პროდუქტი „ნაგვის ჩანთა“ წარმოადგინა, რომლის ფასი საკმაოდ სოლიდურია და 1790 დოლარს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა nypost.com ავრცელებს.
ჩანთა ბალენსიაგამ მარტში 2022 წლის ზამთრის კოლექციის ჩვენების დროს წარადგინა. უკრაინის ომის ფონზე გამართულ შოუში მოდელები ზამთრის ლანდშაფტში მიაბიჯებდნენ, კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ნივთი კი ნაგვის პარკის შთაგონებით შექმნილი ჩანთა იყო.
აღსანიშნავია, რომ ჩანთა ჩვენების შემდეგ პირველად კიმ კარდაშიანის ხელში აღმოჩნდა. ამიერიდან კი მისი შეძენა ბალენსიაგასა და დემნას გულშემატკივრებსაც შეუძლიათ.
ნაგვის პარკის შთაგონებით შექმნილი ჩანთა ტყავისაა და ცისფერ, ყვითელ, შავ და თეთრ ფერებშია წარმოდგენილი.
მე არ შემეძლო ხელიდან გამეშვა შესაძლებლობა, გამეკეთებინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაგვის ტომარა, რადგან ვის არ უყვარს მოდის სკანდალი? ამის შესახებ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ Women's Wear Daily-ს მარტში კოლექციის ჩვენების შემდეგ განუცხადა.
„ნაგვის ტომარა“ რომელიც ინსტაგრამის პოსტის წყალობით ვირუსულად ვრცელდება, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
Nypost.com