მოდის სახლი Balenciaga, რომლის შემოქმედებითი დირექტორი ქართველი დიზაინერი, დენმა გვასალიაა, მომხმარებლებს ავტომობილის ჰაერის გამწმენდ საკიდს 267 დოლარად სთავაზობს. ამის შესახებ Hypebae წერს.
ნაძვის ხის ფორმის საკიდი მწვანე ტყავისგანაა დამზადებული და Balenciaga მოოქროვილი ასოებითაა ამოტვიფრული. ნივთის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის კლასიკური ავტომობილებისთვისაა შექმნილი. ამასთან საკიდის დამაგრება გასაღებების ასხმაზეც შეიძლება.
დემნა გვასალიას პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. გაზაფხული/ზაფხული 2018-ის კოლექციისთვის მის მიერ შექმნილი ჩუსტები, რომელიც დამზადებულია ცხვრის ტყავისგან და კომპანიის ლოგო ახატია, 595 ამერიკული დოლარი ღირს.
მისი დიზაინით შექმნილი ჩაკეცილი ფეხსაცმლის ღირებულება კი, საშუალოდ, 855 ბრიტანული ფუნტიდან (2900 ლარი) იწყება. გვასალიას კოლექციაში ასევე არის წინდები 120 დოლარად.
თებერვალში Guardian-ი წერდა: დემნა გვასალია მსოფლიოს ყველაზე „ცხელი“ დიზაინერია.
Imedinews