ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.
კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.
ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.
დღეს სიტუაცია იცვლება, და ბრენდი აპირებს ამ სეგმენტში დაბრუნებას.
„Balenciaga-სთვის მაღალი მოდა არის საფუძველი. კუტიური - არის შემოქმედებითი თავისუფლების წყარო, და განვითარების ახალი გზა. მისი მეშვეობით ყველა გაიგებს ბრენდის ხანგძლივ და რთულ ისტორიას“ - განაცხადა დემნა გვასალიამ გამოცემა Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოდის სამყაროს ისღა დარჩენია, შეაფასოს დემნას შრომა - პირველი ჩვენება შედგება ზაფხულში, პარიზში.
gq.ru