ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან.
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა ფორმულას უთხრა, რომ შეტყობინებები გუშინ, 16 იანვრის საღამოს დაიგზავნა.
"ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ცოტა თოვლი წამოვიდა და ხალხი ამოვიდა ბაკურიანში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით დაიწყონ შანტაჟი. ადგილობრივი ბინების მესაკუთრეებს და კომპანიებს, რომლებიც აპარტამენტებს აქირავებენ, დაეგზავნათ გაფრთხილება, რომ თუ ისინი დამსვენებლებს სასწრაფო რეჟიმში არ დააცლევინებენ ბინებს, დაიწყებენ დაჯარიმებას". - თქვა ასათაშვილმა.
ბაკურიანში ასევე დაიხურა 2 პარკი და მოქალაქეებს სეირნობა აკრძალული აქვთ. ასევე აკრძალულია სათხილამურო ტრასების გამოყენება.
Formulanews.ge