ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

access_time2023-01-26 11:30:40

„მთის ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველაფერი მწყობრში გვაქვს, რა ვალდებულებებიც გვქონდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წინაშე ყველაფერი უმოკლეს ვადებში განვახორციელეთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მთის ტრასების სააგენტოში განუცხადეს. კომპანიის განმარტებითვე, მათ მიერ გაწეული სამუშაოები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) დადებითად შეაფასა.

 

 

„ამ წუთას აქტიურად მიმდინარეობს ბაკურიანში საშეჯიბრო ტრასების გათოვლიანება. საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები ბუნებრივ თოვლზე არ ტარდება. კლიმატი გვაძლევს იმის საშუალებას ვაწარმოოთ დიდი ოდენობით კარგი ხარისხის ხელოვნური თოვლი, თუ ბუნებრივი ნალექიც დაგვეწევა ეს იქება ძალიან კარგი. აქტიურად ვემზადებით, მსოფლიო ჩემპიონატი16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება, ეს იქნება წლის მთავარი მოვლენა.


 

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს განვითარების სრულიად ახალ მიმართულებას მისცემს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურა კი რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, - განმარტავენ მთის ტრასების სააგენტოში.

 


 

 

როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო, უმოკლეს ვადებში აშენდა ასევე წყლის 2 ხელოვნური რეზერვუარი დიდველისა და მიტარბის არეალში.

 

 

 

„ხელოვნური რეზერვუარები უმნიშვნელოვანესია გათოვლიანების სისტემების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის. მსოფლიოს მასშტაბით, ერთ კონტრაქტში პირველად განხორციელდა უდიდესი პროექტი რომელიც არის 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა - დიდველი, კოხტა, მიტარბის არეალში. გაკეთდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეცტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი“, - აცხადებენ მთის ტრასების სააგენტოში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up