ბაკურიანში ახალი ელექტრო თოვლმავლის პრეზენტაცია და „ტესტდრაივი“ გაიმართა. ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა moonbike-ი ზამთრის კურორტზე ბიზნეს სექტორს წარუდგინეს.
მწარმოებლების თქმით, ელექტრო თოვლმავალი 100 პროცენტით ეკოლოგიური გადაადგილების და გართობის საშუალებაა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მას -25 გრადუს ტემპერატურაზე შეუძლია მუშაობა. დამუხტვის შემდეგ „მუნბაიქით“ სამი საათის განმავლობაში შეძლებთ გადაადგილებას.