ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მესტიაში გაიმართა

ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მესტიაში გაიმართა

access_time2020-01-22 23:30:28

მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ამჯერად სვანეთში გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ სამუშაო შეხვედრა მესტიაში შედგა.



საკოორდინაციო შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშილი, მთის კუროტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით საკოორდინაციო ჯგუფი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამუშაო შეხვედრებს.



სვანეთში საკოორდინაციო შეხვედრა ყველა უწყებასთან შედგა, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო კურორტთან,ისევე როგორც ტურიზმთან. ჩვენ ადგილზე გავეცანით სეზონზე მიმდინარე გამოწვევებს,ისევე როგორც წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, რომელიც შესრულდა წინა სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის. ასევე მოვინახულეთ სათხილამურო ტრასები, ვნახეთ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ისევე როგორც შიდა ტურისტი. იქიდან გამომდინარე რომ სამთო-სათხილამურო ტრასები გამართულია და თოვლიც გვაქვს. მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე.”-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.




ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს.


„სვანეთში გამართულ შეხვედრაზე ზამთრის სეზონზე არსებული გამოწვევები და მათი მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს. საკოორდინაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელებთან ერთად სვანეთში ელექტრო ენერგიის გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ელექტრო ენერგიის ჭარბი გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო შეფერხების დაფიქსირების შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.



მესტიაში გამართულ შეხვედრაზე წყალმომარაგების, გზების, პარკინგისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხებზე იმსჯელეს.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსი მოინახულა.



შეაფასეს არსებული სიტუაცია. ორივე სათხილამურო არეალი ვიზიტორების მისაღებად მზად არის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up